"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება ნეიმარის კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / საფრანგეთი 13-მარ, 20:279 GioToServe 280 0






"ბარსელონას" ოფიციალური განცხადება ნეიმარის კატალონიურ კლუბში შესაძლო დაბრუნების შესახებ


"ბარსელონას" მრჩეველთა საბჭოს პრესმდივანმა ხოსეპ ვივესმა განაქარწყლა ყოველგვარი ეჭვი იმის თაობაზე, რომ "პ.ს.ჟ."-ს თავდამსხმელი ნეიმარი, თითქოსდა, კატალონიურ კლუბში ბრუნდებოდა.

"ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნების სურვილის შესახებ ჩვენ არაფერი გვსმენია. როდესაც ბრაზილიელმა კატალონიური კლუბი დატოვა, ჩვენ მას წარმატებები ვუსურვეთ და აღნიშნული მომენტის შემდგომ საერთოდ არაფერი არ შეცვლილა. ნეიმარის შესახებ ვიღაც-ვიღაცეები ცრუ ისტორიებს ყვებიან და ამ ჰიპოთეტურ დისკუსიაში ჩართვას, ჩვენ სულაც არ ვაპირებთ. ნეიმარი ჩვენ აღარ გვეკუთვნის." - ციტირებს "ბარსელონას" პრესმდივნის ხოსეპ ვივესის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ ნეიმარის "პ.ს.ჟ."-ში გადასვლის შემდგომ, მალევე გავრცელდა ხმები იმის თაობაზე, რომ პარიზულ კლუბში, ბრაზილიელი ფეხბურთელი თითქოსდა უკმაყოფილო იყო და ესპანეთში დაბრუნება სურდა.

ამას გარდა, მასმედია იმასაც წერდა, რომ ნეიმარი ყოფილ თანაგუნდელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა და ვითომდა იმასაც აცხადებდა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის დაბრუნდებოდა "ბარსაში".



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018