სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი
მოურინიომ კონტესთან არსებული კონფლიქტის შესახებ კომენტარი გააკეთა

მოურინიომ კონტესთან არსებული კონფლიქტის შესახებ კომენტარი გააკეთა


"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ჟოზე მოურინიოს "ჩელსის" ხელმძღვანელ ანტონიო კონტესთან არსებული პრობლემების გამოსწორება და დაზიანებული ურთიერთობის დალაგება სწადია.

"წარსულში, კონტესა და მე, ურთიერთობაში გარკვეული პრობლემები შეგვექმნა, მაგრამ ახლა დროა, რომ ყოველგვარი გაუგებრობა დავივიწყოთ და პრობლემები წარსულს ჩავაბაროთ." - აღნიშნა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

"კონტე "ჩელსის" მთავარი მწვრთნელია, მე კი "მანჩესტერ იუნაიტედის" სათავეში ვიმყოფები. ეს ჩვენი სამსახურია. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ, ჩვენი საქმე ვაკეთოთ, განვვითარდეთ და წინსვლა განვაგრძოთ." - ციტირებს ჟოზე მოურინიოს სიტყვებს "ESPORT.GE".

მოურინიომ სწორად აღნიშნა; წარსულში, მასსა და კონტეს შორის, კონფლიქტი მართლაც გაჩაღდა - პორტუგალიელ და იტალიელ სპეციალისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა; მათ ერთმანეთი არაკორექტული რეპლიკებითა და ჟესტებით მოიხსენიეს.












კომენტარის დამატება