სიახლეები / რაგბი
ცნობილია თუ რა შემადგენლობით დაუპირისპირდებიან ბორჯღალოსნები რუმინელებს

ცნობილია თუ რა შემადგენლობით დაუპირისპირდებიან ბორჯღალოსნები რუმინელებს


2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ბორჯღალოსნები 18 მარტს 16 საათზე, ‘დინამო არენაზე’ ტრადიციულ მეტოქეს, რუმინეთს დაუხვდებიან, მატჩში, რომელშიც შარშან დათმობილი ევროპის ჩემპიონის ტიტულის და ანთიმოზ ივერიელის თასის დასაბრუნებლად ერკინებიან.

მატჩზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია ‘დინამო არარენას’ სალაროებში 11-იდან 19 საათამდე და ონლაინ ნებისმიერ დროს მისამართზე TKT.ge/Rugby

რევანშისა და თასების დასაბრუნებლად

ბორჯღალოსნებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხივე თამაში მოიგეს, სამი ბონუსით და სატურნირო ცხრილს 19 ქულით ლიდერობენ. რუმინელები ესპანეთთან დამარცხდნენ და 14 ქულით მეორე ადგილზე არიან. ამრიგად, ერთი ბონუს ქულის აღების, ან ბონუსით არწაგების შემთხვევაშიც კი, რაგბი ევროპის ჩემპიონები გავხდებით, მაგრამ ამაზე ფიქრიც არ ღირს!

შარშან ‘სტეჟარმა’ (რუმინეთის თიკუნი) ბუქარესტში სტატისტიკა გაგვიფუჭა, 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 8:7 გამარჯვებით რაგბი ევროპის ჩემპიონატის ტიტულთან ერთად, საზიარო ‘ანთიმოზ ივერიელის’ თასიც დაიტოვა. ბორჯღალოსნებს, სამწვრთნელო შტაბს და ქომაგებს, რევანში და ორივე თასის შინ დაბრუნება სწყურიათ ‘დინამო არენაზეც’ მხოლოდ ლამაზი გამარჯვებისთვის იბრძოლებენ!

გასულ შაბათს რუმინელებმა ბელგიას უმასპინძლეს და 62:12 დაამარცხეს, ხოლო ბორჯღალოსნები კრასნოდარში რუსეთს ეწვივნენ და სტუმრად სარეკორდო სხვაობით, 29:9 სძლიეს.

უცვლელი 29

საბედნიეროდ, კრასნოდარული მატჩის შემდეგ, რომლის მსვლელობისას სეტყვაც წამოვიდა, არცერთი ბორჯღალოსანი არ დაშავებულა და მწვრთნელების გადაწყვეტილებით მომავალი შეხვედრისთვის ისევ ის 29 მოთამაშე მოემზადება, რომლებმაც მთელი ერთი კვირა ერთად ივარჯიშეს.

რადგან რუმინელებთან “ფინალი” კვირასაა ჩანიშნული, კრასნოდარიდან შინ დაბრუნებულმა ბორჯღალოსნებმა კვირა-ორშაბათი დასვენებას და აღდგენას დაუთმეს და მზადებას დღეიდან შეუდგნენ.

რუმინელებს 1998 წლიდან ვეთამაშებით და თავდაპირველად უპირატესობა მათ მხარეს იყო, თუმცა სიტუაცია 2007 წლის შემდეგ შეიცვალა. ‘სტეჟართან’ ჯამში ჩატარებული 21 შეხვედრიდან 11 ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა, 9-ჯერ მეტოქემ იმარჯვა და ერთი ჯახი ფრედ დასრულდა. 2007 წლის შემდეგ რუმინელებს 12-ჯერ შევერკინეთ, 9-ჯერ დავამარცხეთ და ერთხელ ფრეს დავყაბულდით.

ცნობილია თუ რა შემადგენლობით დაუპირისპირდებიან ბორჯღალოსნები რუმინელებს


Rugby.GE












კომენტარის დამატება