Image

ახალი ინფორმაცია ენდი მარის შესახებ

სიახლეები / ჩოგბურთი / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 13-მარ, 22:469 GioToServe 418


ახალი ინფორმაცია ენდი მარის შესახებ


"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, "BBC"-ის პრესსამსახურის მონაცემებსა და წყაროებზე დაყრდნობით, ენდი მარი ასპარეზობას "ჩელენჯერის" ტურნირზე დაუბრუნდება.

საუბარია "ჩელენჯერთა" სერიებზე, რომლებიც აპრილსა და მაისში, დიდ ბრიტანეთში გაიმართება.

უფრო ზუსტად, შოტლანდიელი ჩოგბურთელი პირველად "ჩელენჯერ გლაგზოში" ფიქრობს მონაწილეობის მიღებას. აღნიშნული ტურნირი 28 აპრილს იწყება და 6 მაისამდე გასტანს.

ზემოთ დასახელებული შეჯიბრების გარდა, ენდი მარი "ჩელენჯერ ლაფბოროზეც" გეგმავს თამაშს. ტურნირი 19-დან 27 მაისის ჩათვლით ჩატარდება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგნის ენდი მარის გუნდის წარმომადგენლები ბრიტანული ჩოგბურთის მმართველი ორგანოს - "LTA"-ს წევრებს უკვე შეხვდნენ. ჩამოთვლილ "ჩელენჯერის" ტურნირებზე, მათ შოტლანდიელი ჩოგბურთელის ასპარეზობის საკითხი და სხვა დეტალები განიხილეს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (140)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]