კარაგერი დასაჯეს

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი 14-მარ, 17:279 GioToServe 156 0






კარაგერი დასაჯეს


"ლივერპულის" ყოფილი მცველი ჯეიმი კარაგერი, რომელიც "სქაი სპორტსის" ("Sky Sports") სპორტული ექსპერტია, "ინგლისის პრემიერ ლიგის" ბოლომდე, მუშაობას ვეღარ განაახლებს.

ოფიციალური ინფორმაცია საკუთრივ ტელეარხის "თვითერზე" გავრცელდა.

"სქაი სპორტსის" ('Sky Sports") ხელმძღვანელობამ კარაგერი უხამსი ქცევის გამო გაასამართლა და ტელეარხზე სამსახურის დროებითი შეზღუდვით დასაჯა.

შეგახსენებთ, რომ "ინგლისის პრემიერ ლიგის" 30-ე ტურის ფარგლებში, "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2:1 ანგარიშით სძლია "ლივერპულს".

ზემოთ დასახელებული მატჩის დასრულების შემდგომ, კარაგერი გულშემატკივრის პროვოკაციას წამოეგო და თავისი მანქანიდან გულშემატკივრის მანქანაში შეაფურთხა, სადაც 14 წლის გოგონაც იმყოფებოდა.

მომხდართან დაკავშირებით, ჯეიმი კარაგერმა ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა; ფეხბურთელმა თავისი საქციელის გამო წუხილი გამოთქვა და ბოდიშიც მოიხადა.

კარაგერი დასაჯეს



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018