Image

ჩაბი ალონსოს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი / გერმანია 15-მარ, 17:469 GioToServe 869


ჩაბი ალონსოს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება


"ლივერპულის", მადრიდის "რეალისა" და მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი ნახევარმცველი ჩაბი ალონსო გადასახადების თავიდან არიდებაში დაადანაშაულეს.

"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, "El Confidencial"-ზე დაყრდნობით, ცნობილი ხდება, რომ ესპანურმა საგადასახადო სამსახურებმა ფეხბურთელის ისტორია დაწვრილებით შეისწავლეს და აღმოაჩინეს სამი ეპიზოდი, როდესაც ყოფილმა ფეხბურთელმა წესები დაარღვია.

ირკვევა, რომ ჩაბი ალონსომ არარსებული ფირმის სახელი მარკეტინგული უფლებების მოპოვებისა და მართვისათვის გამოიყენა.

აღნიშნული დარღვევის გამო, "ესპანეთის" ეროვნული ნაკრების ყოფილ ნახევარმცველს 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ზემოთ დასახელებული სასჯელის გარდა, ალონსოს დამატებით 8 მილიონი ევროს გადახდაც მოუწევს.

შეგახსენებთ, რომ ჩაბი ალონსომ ფეხბურთელის კარიერა 2017 წლის მაისში დაასრულა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (144)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]