Image

მასიმილიანო ალეგრის კომენტარი მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებამდე

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 17-მარ, 21:359 GioToServe 382


















მასიმილიანო ალეგრის კომენტარი მადრიდის "რეალთან" დაპირისპირებამდე


"ჩემპიონთა ლიგის" კენჭისყრის თანახმად, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/4 ფინალში, "იუვენტუსი" მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება.

გასულ წელს, "ჩემპიონთა ლიგის" ფინალში, "სამეფო გუნდმა" ტურინულ კლუბს 4-1 ანგარიშით სძლია. ასე რომ, "იუვენტუსს" რევანშის აღების შესანიშნავი შანსი ეძლევა.

მასიმილიანო ალეგრის აზრით, "იუვენტუსისათვის" არაფერია შეუძლებელი და გუნდი მნიშვნელოვან მატჩებში თამაშის ხარისხს მნიშვნელოვნად ზრდის.

აი, რა განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა:

"რაც შეეხება მადრიდის "რეალს", რაღა თქმა უნდა, ორ ულამაზეს საფეხბურთო მატჩს ვიხილავთ." - განაცხადა ალეგრიმ "სერია A"-ს ფარგლებში "სპალთან" დაპირისპირებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე.

"თუ კარგად ვითამაშებთ და იღბალიც ჩვენ მხარეს აღმოჩნდება, მომდევნო ეტაპზე გავალთ, თუ არადა, რა გაეწყობა - სახლში დავბრუნდებით. ისედაც საამაყოა ის ფაქტი, რომ ევროპის 8 საუკეთესო გუნდში აღმოვჩნდით." - განაგრძო მან.

"ჩვენ სწორედ იმისათვის ვვარჯიშობთ და ვშრომობთ, რომ ზუსტად ასეთი მაღალი მაგნიტუდის მატჩების მოგება მოვახერხოთ. გასულ სეზონს, "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალში "ბარსელონა" დავამარცხეთ, ასე რომ, ვინ უწყის, ეგების მომავალ ორთაბრძოლაშიც ვიმარჯვოთ." - აღნიშნა 50 წლის სპეციალისტმა.

"სამი დღის წინ განვაცხადე, რომ მადრიდის "რეალი" "ჩემპიონთა ლიგის" მთავარი ფავორიტი იყო და ეს რეალობა არც ახლა შეცვლილა. თუკი "სამეფო გუნდს" ვაჯობებთ, ორმაგად მოხარული ვიქნებით." - ციტირებს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ "ჩემპიონთა ლიგის" 1/4 ფინალის პირველი მატჩი 3 აპრილს "იუვენტუსის" მოედანზე გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 11 აპრილს, "სანტიაგო ბერნაბეუზე" ჩატარდება.

მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
აპრილი 2019 (361)
მარტი 2019 (446)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
რეკლამა