სიახლეები / NBA
ზაზა ფაჩულიას მონაგარი ,,ფინიქსთან"

დღეს დილით მორიგი ტური მატჩები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში, სადაც რამდენიმე გამორჩეული შეხვედრა გაიმართა.

დასავლეთ კონფერენციაში ,,ნიუ ორლეანსთან" თავისი მატჩი მოიგო ,,ჰიუსტონმა" და ლიდერობა განიმტკიცა. მოულოდნელი მარცხი განიცადა ,,დენვერმა". ისინი გასვლით მატჩს ,,მემფისთან" ატარებდნენ, გუნდთან რომელსაც ზედიზედ 19 მატჩი ჰქონდა წაგებული. ,,სან ანტონიომ" კი საშინაო არენაზე ,,მინესოტა დაამრცხა. ,,საკრამენტომ" მოქმედი ჩემპიონების დამარცხების შემდეგ ვეღარ შეძლო ,,იუტასთვის" წინააღმდეგობის გაწევა და გასვლით მატჩში 103-97 დამარცხდა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას რთული მატჩი ჩაატარა ლებრონ ჯეიმსის ,,კლივლენდმა". ისინი ამჯერად ჩიკაგოს სტუმრობდნენ და ,,ბულსთან" 114-109 იმარჯვეს. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ,,მეფემ" და სამმაგი დუბლითც გამოირჩა. მან 33 ქულა, 12 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს. საინტერესო მატჩი გაიმართა ვაშინგტონში, სადაც ,,ვიზარდსმა" ,,ინდიანას" უმასპინძლა და 109-102 დაამარცხა.

რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონებს, მათ წარუმატებელი მატჩის შემდეგ ,,ფინიქსთან" გამარჯვება მოიპოვეს. ,,გოლდენ სტეიტი" ძალიან რთულ ვითარებაში იმყოფებოდა, რადგან გუნდს სამი წამყვანი მოთამაშე აკლდა. სტეფ კარის და კლეი ტომპსონის მსგავსად, შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია კევინ დურანტს. სამაგიეროდ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს ქუქმა, გრინმა და იანგმა. მათ ჯამში გუნდის მიერ 124 მოპოვებული ქულიდან 73 ქულა დააგროვეს.

რაც შეეხება ,,გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას, მან ბოლო მატჩების მსგავსად შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და ნორმალური მატჩიც ჩაატარა. ზაზამ პარკეტზე თითქმის 17 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 2 ქულა, 7 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 2 შედეგიანი გადაცემა შემატა.












კომენტარის დამატება