ტოჩინოშინიმ და გაგამარუმ მორიგი ბრძოლები მოიგეს

სიახლეები 18-მარ, 16:569 giorgi-nba 179 0






დღეს ბაშოს მერვე დღის ორთაბრძოლები გაიმართა. თავდაპირველად მეორე დივიზიონში მოასპარეზე გაგამარუმ იგივე თეიმურაზ ჯუღელი გამოვიდა საასპარეზოდ. მისი მეტოქე 2-5 ბალანსის მქონე ამინიშიკი გახლდათ. ქართველმა სუმოისტმა თავიდანვე შეუტია მეტოქეს და საბოლოოდ ორივე საბრძოლო მოედნის მიღმა აღმოჩნდნენ. საჭირო გახდა მსაჯთა თათბირი, რომლის შემდეგაც გამარჯვება გაგამარუს მიაკუთვნეს და საფუძვლიანადაც, რადგან სანამ ქართველი სუმოისტი დაეცემოდა, მანამდე მისმა მეტოქემ დააბიჯა ფეხი საჭიდაო მოედნის მიღმა. შესაბამისად თეიმურზმა მე-6 ბრძოლა მოიგო და ახლა მისი ბალანსი 6-2 არის.

გაგამარუს ბრძოლის შემდეგ ცოტა ხანში უმაღლესი დივიზიონის ორთაბრძოლები დაიწყო, სადაც ქართველი სეკივაკე ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე ასპარეზობდა. მისი მეტოქე ამჯერად ასევე სეკივაკე მიტაკეუმი გახლდათ. ორთაბრძოლამდე ორივეს 5-2 ჰქონდა ბალანსი, მაგრამ ლევანმა საკმაოდ ლამაზი ილეთით შეძლო მეტოქის ძირს დაცემა და მეექვსე გამარჯვება მიითვალა.

ბაშოს ამ წუთისთვის ორი დაუმარცხებელი ლიდერი ჰყავს. იოკოძუნა კაკარიუს მსგავსად ჯერჯერობით ყველა ბრძოლა აქვს მოგებული აღმოსავლეთის მეექვსე მაეგაშირა კაისეის.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018