ლიონელ მესი: "თუ არგენტინა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, მაშინ..."

სიახლეები / ფეხბურთი / არგენტინა 19-მარ, 19:109 GioToServe 231 0





ლიონელ მესი: "თუ არგენტინა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს ვერ მოიგებს, მაშინ..."


"ბარსელონას" თავდამსხმელმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში მოთამაშე ფეხბურთელთა ახლანდელ თაობას, წელს "მსოფლიო ჩემპიონატის" მოგების უკანასკნელი შანსი აქვს.

აი, რა განაცხადა ლეო მესიმ:

"წაგებული ფინალების გამო, მე ბევრჯერ მიტირია. ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან ბევრს ნიშნავდა, მაგრამ არგენტინელ გულშემატკივრებს ოცნება მაინც ვერ ავუსრულეთ. სამმა ფინალმა, რომელიც ჩვენთვის წარუმატებლად დასრულდა, საკმაოდ დიდი დარტყმა მოგვაყენა."

"ვფიქრობდი და ვფიქრობ, რომ მტკივნეული გამოცდილებები ერთი შეხედვით უნდა დაგვხმარებოდა და შესაბამისად, მომდევნო მცდელობა წარმატებული უნდა გამომდგარიყო, თუმცა ამაოდ ვიმედდებოდით."

"ჩვენ ვგრძნობთ იმ არასასურველ გარემოებასაც, რომ იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთში, 2018 წლის მუნდიალს ვერ მოვიგებთ, ახლანდელ თაობას "მსოფლიო ჩემპიონატის" მოგების სხვა შანსი აღარ მიეცემა." - ციტირებს 30 წლის ლიონელ მესის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის "მსოფლიო ჩემპიონატი" რუსეთში, 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

წლევანდელ მუნდიალზე, არგენტინის ეროვნული ნაკრები "D" ჯგუფში იასპარეზებს. სამხრეთ ამერიკულ გუნდს ბრძოლა ხორვატიის, ისლანდიისა და ნიგერიის ეროვნული ნაკრებების წინააღმდეგ მოუწევს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა