კრიშტიანუ რონალდუ პატიმრობა ემუქრება

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი 19-მარ, 20:309 GioToServe 617 0






კრიშტიანუ რონალდუ პატიმრობა ემუქრება


ესპანეთში, მადრიდის "რეალის" თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებით სასამართლო პროცესები განახლდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის პროკურატურა რონალდუს 2011-დან 2014 წლის ჩათვლით, გადასახადების თავიდან არიდებაში ადანაშაულებს. თანხის მოცულობად 14,7 მილიონი ევრო სახელდება. ბრალდების მიხედვით, ზემოთაღნიშნული, რონალდუმ 2010 წელს დაფუძნებული საჯარო ორგანიზაციის გამოყენებით მოახერხა.

რონალდუს ადანაშაულებენ იმ თანხის არგადახდაში, რომელსაც პორტუგალიელი თავისი იმიჯური უფლებების გამოყენების გზით მოიპოვებდა.

კრიშტიანუს საქმესთან დაკავშირებით, პირველი სასამართლო სხდომა, 2017 წლის ზაფხულში გაიმართა. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პორტუგალიელი წაყენებულ ბრალს უარყოფდა.

ახლახანს, ესპანური მასმედია საქმის ახალ დეტალებს აქვეყნებს. "მუნდო დეპორტივოს" თქმით, რონალდუს გაუგებრობის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურდა, რა მიზნითაც ესპანურ ხაზინას 4-5 მილიონი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდას სთავაზობდა

მოგვიანებით, "ეუროპა პრესმა" გამოაქვეყნა მორიგი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ესპანურმა სასამართლომ რონალდუს მიერ შეთავაზებული თანხის მოცულობა არასაკმარისად მიიჩნია და დადგინდა, რომ ფეხბურთელთან დაკავშირებული საქმის დახურვისათვის, პორტუგალიელს 12 მილიონი ევროს გადახდა დაეკისრა.

იმ შემთხვევაში, თუკი კრიშტიანუ რონალდუ სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობაზე უარს განაცხადებს და მისი ბრალი თუ საბოლოოდ დამტკიცდა, ფორვარდი თავისუფლების აღკვეთის სერიოზული რისკის ქვეშ აღმოჩნდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018