Image

მოხდა ის რასაც ყველა ელოდა ! - მეივეზერი მაკგრეგორს ამჯერად უკვე MMA - ს წესებით დაუპირისპირდება

სიახლეები / სხვა სახეობები 19-მარ, 21:309 crash 450


მოხდა ის რასაც ყველა ელოდა !  - მეივეზერი მაკგრეგორს ამჯერად უკვე MMA - ს წესებით დაუპირისპირდება


ლეგენდარულმა და დაუმარცხებელმა ბოქსიორმა, ფლოოიდ მეივეზერმა MMA - ში ვარჯიში გადაწყვიტა, რაზეც მან ჟურნალისტებთან ისაუბრა :

" მე ბოქსში ყველაფერი ამოვწურე. რატომაც არა ? მე ჭიდაობის ბევრი ილეთი ვიცი და თავს ნამდვილად არ შევირცხვენ. დღევანდელი ფორმით ჩემს თავს 10 - დან 7 ქულას დავუწერდი, თუმცა ჩემი მიზანი 9 - მდე აწევაა. რამდენიმე თვეში ნებისმიერის გამოწვევას მივიღებ. დროა ამ სახეობაშიც ვთქვა ჩემი სიტყვა " - განაცხადა ამერიკელმა ბოქსიორმა.

შეგახსენებთ, რომ მეივეზერს კარიერაში 50 ბრძოლა აქვს გამართული და ყველა მათგანში იმარჯვა.

რაც შეეხება მაკგრეგორი - მეივეზერის მორიგ დაპირისპირებას, ამერიკული პრესის თანახმად, ის 2018 წლის ზაფხულის მიწურულს განმეორდება, რომელიც ამჟამად MMA - ს წესებით გაიმართება. მოგეხსენებათ, რომ კონორი სწორედ სპორტის ამ სახეობაში ასპარეზობს.

მებრძოლებს შორის პირველი დაპირისპირება გასული წლის ზაფხულში გაიმართა, რომელიც ბოქსის წესებით ჩატარდა და მეივეზერმა მოიგო.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (261)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა