ზაზა ფაჩულიას მონაგარი ,,სან ანტონიოსთან"

სიახლეები / NBA 20-მარ, 10:539 giorgi-nba 230 0






დღეს დილით მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. ტურის ცენტრალურ შეხვედრად ,,სან ანტონიო"-,,გოლდენ სტეიტი" უნდა მიჩნეულიყო, მაგრამ მოქმედი ჩემპიონები პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ასპარეზობდნენ და თავიდანვე ცხადი გახლდათ, რომ ტეხასელებს არ გაუჭირდებოდათ მათი დამარცხება. უნდა აღინიშნოს, რომ ,,გოლდენ სტეიტმა" ბოლო წლებში უჩვეულოდ ცოტა 75 ქულის მოპოვება მოახერხა.

ჩემპიონები სამი წამყვანის მოთამაშის კლეი ტომპსონის, სტეფ კარის და კევინ დურანტის გარეშე ასპარეზობდნენ. როგორც ცნობილია სამივე მათგანი ტრავმირებულია და გუნდს 1-2 კვირა ვერ დაეხმარებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ მასპინძლებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლეს ,,გოლდენ სტეიტის" გატეხვა და გამარჯვების მოპოვება.

რაც შეეხება სტუმართა ქართველ ცენტრს ზაზა ფაჩულიას, მან ბოლო მატჩების მსგავსად კვლავინდებურად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 14 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა. ზაზამ ამ დროის განმავლობაში გუნდს 6 ქულა და 3 მოხსნა შემატა. ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალურიც დაიმსახურა. ამ მარცხით ,,გოლდენ სტეიტის" შანსი, რომ ,,ჰიუსტონს" გადაასწროს და რეგულარული პირველ ადგილზე დაასრულოს საკმაოდ მცირე გახდა.

სხვა მატჩებს რაც შეეხება, ,,კლივლენდმა" საშინაო არენაზე ,,მილოუკი" დაამარცხა 124-117. გამარჯვებულთა რიგებიდან ლებრონ ჯეიმსმა მორიგი სამმაგი დუბლი შეასრულად. ,,მეფემ" ზუსტად 40 წუთი დაჰყო მოედანზე და სიმბოლური 40 ქულით დაასრულა მატჩი. ამასთან ერთად მან 12 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 10 შედეგიანი გადაცემა შემატა გუნდს.

,,ინდიანამ" ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ საშინაო არენაზე ,,ლეიკერსი" დაამარცხა. ,,ფილადელფიამ" როგორც მოსალოდნელი იყო გამარჯვება მოიპოვა ,,შარლოტთან".

ტურის ყველაზე საინტერესო შეხვედრა კი მაიამიში გაიმართა, სადაც ,,ჰითმა" ბოლო დროს კარგ ფორმაში მყოფი ,,დენვერი" მიიღო და 149-141 დაამარცხა. გუნდებს გამარჯვებულის გამოსავლენად 2 ოვერტაიმის თამაში დასჭირდათ, რომელიც მასპინძლებმა უკეთ ჩაატარეს და 8 ქულიანი სხვაობითაც იმარჯვეს. აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო მატჩში მონაწილეობა არ მიუღია დუაინ ვეიდს. ორმაგი დუბლით კი მასპინძელთაგან ჯონსონი ხოლო სტუმართა მხრიდან იოკიჩი გამოირჩა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018