Image

ფლოიდ მეივეზერი კრიშტიანუ რონალდუს "ნიუკასლში" გადმოყვანის გეგმაზე მუშაობს

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ინგლისი 20-მარ, 20:319 GioToServe 261


ფლოიდ მეივეზერი კრიშტიანუ რონალდუს "ნიუკასლში" გადმოყვანის გეგმაზე მუშაობს


ლეგენდარულმა ამერიკელმა ბოქსიორმა ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ შესაბამისი თანხის "ნიუკასლ იუნაიტედში" ინვესტირებისათვის იგი მზადაა. შედეგად, სპორტსმენი იმედოვნებს, რომ სწორი პროექტის შემუშავების კვალზე, მისივე ფინანსური დახმარებით, შესაძლებელი გახდება მისი მეგობრის, კრიშტიანუ რონალდუს "ნიუკასლში" თამაში.

"ნიუკასლი" ახალ მყიდველს ეძებს, ხოლო მეივეზერმა განაცხადა, რომ ინგლისის ეს ქალაქი მოსწონს.

"მე მიყვარს "ნიუკასლი". აქაური ბიჭები, ყველა სხვა ქალაქში არსებულზე მეტ ზარ-ზეიმს მართავენ ხოლმე. გასულ წელს, რამდენიმე ფეხბურთელი გავიცანი და ისინი ნამდვილად კარგი ბიჭები არიან."

"აქტიურად ვეძებ ბიზნესის წარმოების ახალ შესაძლებლობებს. მიყვარს სპორტის ყველა სახეობა. მე ინვესტირებას გონებით ვახორციელებ და არა გულით."

"გულით ინვესტირება ფულის დაკარგვის ყველაზე სწრაფი გზაა. იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი ბიზნეს გეგმა შემუშავდება, ჩემი წარმომადგენლები მეტყვიან, რომ პროექტში თანხის ჩადება გაამართლებს და ფინანსურ მოგებას მომიტანს, მაშინ ინგლისურ კლუბში ინვესტიციას აუცილებლად განვახორციელებ. გასაგებია, შესაძლოა ფეხბურთი ჩემთან ყველაზე ახლოს მდგომი სპორტის სახეობა სულაც არ არის, მაგრამ მე ყველგან მაქვს კავშირები."

"კრიშტიანუ რონალდუ ჩემი კარგი მეგობარია. დიდი ხანია, რაც მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მივიჩნევ, რომ პორტუგალიელს თავისი კარიერის დასრულება "ნიუკასლ იუნაიტედშიც" შეუძლია." - ციტირებს 41 წლის ფლოიდ მეივეზერის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეივეზერი MMA ლიცენზიის მოპოვებას ცდილობს. მან განაცხადა, რომ კონორ მაკგრეგორთან შერეული საბრძოლო ხელოვნებების წესებით ჩხუბისათვის მომზადება სჭირდება და დაახლოებით 6-დან 8 თვემდე დრო დასჭირდება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (261)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა