მთავარი მწვრთნელი, რომელიც "პ.ს.ჟ."-ში უნაი ემერის ჩაანაცვლებს

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი 23-მარ, 17:319 GioToServe 188 0






მთავარი მწვრთნელი, რომელიც "პ.ს.ჟ."-ში უნაი ემერის ჩაანაცვლებს


"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, "პ.ს.ჟ." უნაი ემერის მთავარ შემცვლელად "ლივერპულის" მწვრთნელს იურგენ კლოპს მოიაზრებს.

გერმანელი სპეციალისტის გარდა, პარიზული კლუბი ინტერესს ავლენს მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის, ესპანელი სპეციალისტის ლუის ენრიკესა და იტალიელი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის მიმართაც.

როგორც ირკვევა, დასახელებული სპეციალისტებიდან, "პ.ს.ჟ."-ს მთავარ პრიორიტეტს იურგენ კლოპი წარმოადგენს.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პ.ს.ჟ."-ს ხელმძღვანელობა უნაი ემერის მიერ დაფიქსირებული შედეგებით უკმაყოფილოა და ფრანგული გრანდისათვის ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპი "ლივერპულს" 2015 წლიდან მოყოლებული ხელმძღვანელობს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018