სიახლეები / ფეხბურთი / ბრაზილია
რობერტო კარლოსმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ნაკრები დაასახელა

რობერტო კარლოსმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი ნაკრები დაასახელა


ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა მცველმა რობერტო კარლოსმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატისა და წლევანდელ მუნდიალზე ბრაზილიის შანსების შესახებ ისაუბრა.

აი, რა კომენტარი გააკეთა კარლოსმა:

"ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტია. მე რეგულარულად ვადევნებ თვალს ბრაზილიელების თამაშს და ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რომ შეუძლებელია არსებობდეს გუნდი, რომელიც ჩვენზე უკეთ იასპარეზებს."

"ბრაზილიას ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. ეს ის გუნდია, რომელშიც არა ერთი, არამედ ერთდროულად რამდენიმე ნეიმარი თამაშობს."

"ცალკე გამოვყოფდი ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ტიტეს, რომლის ხელმძღვანელობის ქვეშაც, გუნდმა თამაშს მნიშვნელოვნად მოუმატა." - ციტირებს 44 წლის რობერტო კარლოსის სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს სერბეთის, შვეიცარიისა და კოსტა-რიკის წინააღმდეგ მოუწევს ბრძოლა.












კომენტარის დამატება