ATP მაიამის ტურნირზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა

სიახლეები / ჩოგბურთი / მასტერსები / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 25-მარ, 15:039 GioToServe 346 0






ATP მაიამის ტურნირზე დიდი სენსაცია დაფიქსირდა


ATP მაიამის მასტერსის მეორე წრეში, მოქმედი ჩემპიონი როჯერ ფედერერი ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისს დაუპირისპირდა.

თავდაპირველად, შეხვედრა ლოგიკურად მიმდინარეობდა. როჯერმა ადრევე შეასრულა ბრეიკი და 21 წლის მოწინააღმდეგეს პირველი სეტი 6-3 ანგარიშით მოუგო.

თუმცა, ცოტა თუ წარმოიდგენდა მოვლენების იმგვარ განვითარებას, როგორიც გუშინ ვიხილეთ.

ტანასი კოკინაკისმა თამაშს მნიშვნელოვნად მოუმატა, ამას როჯერ ფედერერის მხრიდან დაშვებული მრავალი შეცდომაც დაერთო.

მეორე სეტი კოკინაკისმა მოიგო 6-3 ანგარიშით.

ავსტრალიელმა ბოლომდე იბრძოლა. შეხვედრის უკანასკნელ ფაზაში, იგი კიდევ უფრო განმაცვიფრებლად თამაშობდა და მოქმედი ჩემპიონი მესამე სეტში ტაი-ბრეიკზე დაამარცხა. ეს გამარჯვება ტანასისათვის უდავოდ ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერული მიღწევაა.

მატჩის საბოლოო ანგარიში 6-3, 3-6, 7-6(4). შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი და 24 წუთი.

ფედერერი გასული წლის ჩემპიონია და წელს 1/32 ფინალში დამარცხდა, ცხადია, მან ქულების დაცვა ვეღარ მოახერხა.

შედეგად, ფედერერი ATP რეიტინგში მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს, ესპანელი რაფაელ ნადალი კი პირველობას დაიბრუნებს. ზუსტი რეიტინგი ტურნირის დასრულების შემდგომ გამოქვეყნდება.

შეგახსენებთ იმასაც, რომ უკანასკნელი ინტერვიუს მიხედვით, როჯერ ფედერერი თიხის სეზონს მთლიანად გამოტოვებს და ასპარეზობას ივნისში, შტუტგარტის ან ჰალეს ტურნირზე უნდა დაუბრუნდეს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018