Image

ჯანლუიჯი ბუფონმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ნაკრებები დაასახელა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 25-მარ, 15:179 GioToServe 235


ჯანლუიჯი ბუფონმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი ნაკრებები დაასახელა


"იუვენტუსისა" და იტალიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ჯანლუიჯი ბუფონმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 3 მთავარი ფავორიტი ნაკრები დაასახელა.

ახლახანს, იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების შემდგომ, ბუფონმა პირველი მატჩი გამართა და არგენტინის წინააღმდეგ ორი ბურთი გაუშვა.

მატჩის დასრულების შემდგომ, მანჩესტერში მას იტალიის ეროვნულ ნაკრებში მიმდინარე მოვლენების აღწერა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი გუნდის დასახელება სთხოვეს.

"მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე განცდილი მარცხის შემდგომ, იტალიის ეროვნული ნაკრები რეკონსტრუქციის პერიოდს გადის. ეს ისტორიაში უჩვეულო მომენტია. სხვა დროს, იტალიისა და არგენტინის ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება შესაძლოა ტურნირის 1/2 ფინალი ან ფინალი ყოფილიყო."

"არგენტინის ეროვნული ნაკრები დიდ პოტენციალს ფლობს. გუნდს სერიოზული შემტევი ძალა და ბრწყინვალე დაცვა ჰყავს. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად, ფავორიტად ბრაზილიის, გერმანიისა და ესპანეთის ეროვნულ ნაკრებებსაც დავასახელებდი."

"გვიხარია, რომ იგუაინი "იუვენტუსში" ასპარეზობს. ეჭვიც არ მეპარება, რომ დიბალა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობას აუცილებლად მიიღებს. იგუაინი კი ჩემპიონია, მისი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნება სრულიად დამსახურებულად მოხდა." - ციტირებს ლეგენდარული იტალიელი მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის სიტყვებს "ESPORT.GE".

სამშაბათს, იტალიის ეროვნული ნაკრები კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს, რომლის ფარგლებშიც, მისი მეტოქე ინგლისის ეროვნული ნაკრები იქნება.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (174)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა