Image

"არავითარი მწვრთნელობა" - რონალდინიოს სამომავლო გეგმები საკმაოდ ექსტრავაგანტულია!

სიახლეები / პირადი ცხოვრება / ფეხბურთი / ბრაზილია 26-მარ, 16:369 GioToServe 417


"არავითარი მწვრთნელობა" - რონალდინიოს სამომავლო გეგმები საკმაოდ ექსტრავაგანტულია!


ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო სამწვრთნელო კარიერის დაწყებას სულაც არ გეგმავს.

ახლახანს, მან ასეთი რამ განაცხადა:

"მუსიკა ძალიან მიყვარს და მისი შექმნის დიდი სურვილი მაქვს. ეს ჩემი მეორე დიდი ლტოლვაა. მუსიკა ჩემს ცხოვრებაში უაღრესად მნიშვნელოვანია. მინდა, რომ ამავე სფეროში დავსაქმდე."

"ამას გარდა, თავისუფალი დროის უდიდეს ნაწილს მეგობრებთან გავატარებ. მათთან ყოფნა დიდ სიამოვნებას მანიჭებს და მაბედნიერებს. საკუთარ თავს რომელიმე გუნდის მთავარი მწვრთნელის ამპლუაში საერთოდ ვერ ვხედავ." - ციტირებს რონალდინიოს სიტყვებს "ESPORT.GE".

შეგახსენებთ, რომ 38 წლის რონალდინიომ საფეხბურთო კარიერის დასრულების შესახებ ოფიციალური განცხადება მიმდინარე წლის იანვარში გააკეთა.

ბრაზილიელის უკანასკნელი კლუბი "ფლუმინენსე" გახლდათ, რომლის შემადგენლობაშიც რონალდინიომ 7-ჯერ იასპარეზა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (143)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]