გატუზოს მომავალი "მილანში" გარკვეულია

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 26-მარ, 16:479 GioToServe 121 0





გატუზოს მომავალი "მილანში" გარკვეულია


"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ, იტალიურ გრანდთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე თანხმობა განაცხადა და სულ მალე, ახალ კონტრაქტს ხელს მოაწერს.

"ESPORT.GE"-ს ინფორმაციით, ოთხშაბათს, 28 მარტს, 40 წლის სპეციალისტი "მილანთან" ახალ შეთანხმებას გააფორმებს. ხელშეკრულება 3 წლის განმავლობაში იმოქმედებს და გატუზოსთვის ყოველ სეზონში, ანაზღაურების სახით 2 მილიონი ევროს გადახდას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში, გატუზომ "მილანის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ვინჩენცო მონტელა ჩაანაცვლა.

ახალი სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ, "მილანმა" 23 მატჩიდან 13 შეხვედრის მოგება მოახერხა.

"სერია A"-ს 28 ტურის დასრულების შემდგომ, "მილანი" სატურნირო ცხრილის მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მილანურმა გუნდმა იტალიის თასის ფინალში გასვლაც მოახერხა, სადაც მისი მოწინააღმდეგე ტურინის "იუვენტუსი" იქნება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018