Image

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი

სიახლეები / ფეხბურთი / ჩოგბურთი / კალათბურთი / NBA / სხვა სახეობები / ფორმულა 1 27-მარ, 19:399 GioToServe 548


მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


"ESPORT.GE" წარმოგიდგენთ დღეისათვის 10 ყველაზე მდიდარ სპორტსმენს:

ცნობილი ავტომრბოლელი ლიუის ჰემილტონი "მერსედესთან" ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზადაა, რომლის შედეგადაც, 3 წელიწადის განმავლობაში, იგი 120 მილიონ ფუნტს ანუ თითქმის 167 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

შემოსავლის სხვა წყაროების გათვალისწინებით, რომელთა საერთო ოდენობა წელიწადში დაახლოებით 20 მილიონ დოლარს უტოლდება, ლიუს ჰემილტონი თანამედროვეობის ყველაზე მდიდარი სპორტსმენების სიაში მე-4 პოზიციაზე ინაცვლებს.

აი, როგორ გამოიყურება ამ მომენტისათვის, ყველაზე მდიდარ სპორტსმენთა განახლებული ათეული:

ჯეიმს ჰარდენი (კალათბურთი) - 48 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


"ჰიუსტონ როკეტსის" წვეროსანი ლიდერი თავისი პირველი "MVP"-ის მოსაპოვებლად მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას განაგრძობს. კლუბთან მოქმედი კონტრაქტის პირობებით, 2017/18 წლების სეზონში, კალათბურთელი დაახლოებით 28,5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ჰარდენს დამატებით 20 მილიონი სპონსორებთან დადებული კონტრაქტებით ერგება. კალათბურთელი თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან "BodyArmor", "Adidas" და "Foot Locker".

სტეფან კარი (კალათბურთი) - 48 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


"NBA"-ის 2-გზის ჩემპიონმა, ზაფხულში, თავის კლუბ "გოლდენ სტეიტ უორიორზთან" ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის ჯამურ თანხად 200 მილიონ დოლარზე მეტი სახელდება. პირველი სეზონის ჩამთავრების შემდგომ, კალათბურთელს 35 მილიონი ერგება, დამატებით 13 მილიონ ევროს კი "Under Armor"-ის ბრენდთან თანამშრომლობით მიიღებს.

ენდრიუ ლაკი (ამერიკული ფეხბურთი) - 49 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


"ინდიანაპოლის კოლტსთან" დადებული ახალი კონტრაქტით, ლაკმა ჯეკპოტი მოხსნა. ამ მომენტისათვის, "NFL"-ის ვარსკვლავი წელიწადში 46 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ეს კი ის თანხაა, რასაც ზემოთ დასახელებული კალათბურთელები რეკლამების ჩათვლით იღებენ. სამაგიეროდ, თავად ლაკის სარეკლამო კონტრაქტი მოკრძალებულია და მხოლოდ 3 მილიონ დოლარს ითვალისწინებს.

რორი მაკილროი (გოლფი) - 50 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


აღნიშნულ სიაში, მაკილროი ყველაზე ახალგაზრდაა. 28 წლის სპორტსმენი წელიწადში 15 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, დანარჩენ თანხას კი სპონსორებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით იღებს. გოლფისტი "Nike"-თან და "TaylorMade"-თან თანამშრომლობს. თითოეულ მათგანთან მოქმედი კონტრაქტი 10 წელიწადზეა გათვლილი.

კევინ დურანტი (კალათბურთი) - 58,5 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


ჩვენს რეიტინგში "გოლდენ სტეიტ უორიორზის" კიდევ ერთი ვარსკვლავი მოექცა. დურანტის ძირითად კონტრაქტში უფრო ნაკლები თანხაა დასახელებული, ვიდრე მისი თანაგუნდელის - კარის ხელშეკრულებაში. დურანტი სეზონში 25 მილიონ დოლარს იღებს, მაგრამ "Nike"-თან კალათბურთელს საკმაოდ სარფიანი გარიგება აქვს გაფორმებული, რომლითაც იგი წელიწადში 33,5 მილიონ ევროს შოულობს.


როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) - 63,5 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


ჩვენ სიაში აღნიშნული სპორტსმენის ხელფასი ყველაზე მოკრძალებულია. ლეგენდარული შვეიცარელი ჩოგბურთელის ძირითადი შემოსავალი 5,5 მილიონ დოლარს შეადგენს, მაგრამ იგი არაერთ სპონსორთან თანამშრომლობს: "Nike"-თან, "Mercedez-Benz"-თან და "Rolex"-თან ფედერერს გრანდიოზული კონტრაქტები აქვს გაფორმებული, რომელთა მეშვეობითაც მის პირად ანგარიშზე ყოველწლიურად 58 მილიონი დოლარი გროვდება.

ლიუის ჰემილტონი (ავტორბოლა) - 76 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


ბრიტანელმა "Mercedes"-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მეშვეობითაც, იგი წელიწადში 56 მილიონ დოლარს იღებს. ამასთან, ლიუისი თანამშრომლობს "Tommy Hilfiger"-თან, "Monster Energy"-სთან, აუდიო კომპანია "Bose"-სთან და "Puma"-სთან. აღნიშნულ კომპანიებთან მოქმედი ხელშეკრულებების პირობებით, ავტომრბოლელი დამატებით 20 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. საერთო მაჩვენებლით, იგი აქამდე დასახელებულ ყველა სპორტსმენს უსწრებს.

ლიონელ მესი (ფეხბურთი) - 80 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


ყველა გადასახადის გამოქვითვის შემდგომ, ორი საუკეთესო ფეხბურთელიდან ერთ-ერთი, თავის საბანკო ანგარიშზე 53 მილიონ დოლარს ითვლის. აღნიშნული მაჩვენებლით, საფეხბურთო სამყაროში, მესი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. ლეოს სარეკლამო კონტრაქტები "Adidas"-თან, "Pepsi"-სთან და "Dolce & Gabbana"-სთანაც აქვს გაფორმებული, რითაც არგენტინელი მიახლოებით 26,5 მილიონს იღებს.

ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი) - 88 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი სუფთა ანაზღაურების მაჩვენებლით "NBA"-ში ვერ ლიდერობს. შესაძლოა, ეს უახლოეს ზაფხულში შეიცვალოს. ამ მომენტისათვის, ჯეიმსი უფრო მსუყე თანხას სწორედ სპონსორებისგან იღებს. იგი "McDonalds"-თან, "Coca-Cola"-სთან და "Samsung"-თან თანამშრომლობს. შედეგად, ჯეიმსი ყოველწლიურად 55 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, "კლივლენდისგან" კი 33 მილიონი დოლარი ერგება.

კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი) - 93 მილიონი დოლარი

მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი


პორტუგალიელი ფეხბურთელი არგენტინელ კოლეგას გამომუშავებულ ხელფასში ჩამოუვარდება. უკანასკნელ მონაცემებზე დაყრდნობით, რონალდუ მადრიდის "რეალში" 35 მილიონ დოლარს იღებს, თუმცა მას სპონსორებთან ურთიერთობაში ბადალი არ ჰყავს. პორტუგალიელი თანამშრომლობს "Nike"-თან, "Armani"-სთან, "Tag Heur"-თან და სხვა ცნობილ ბრენდებთან. ასე რომ, რონალდუ დამატებით, უპრეცენდენტო ოდენობის თანხას - 60 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (149)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა