ზაზა ფაჩულიას მონაგარი ,,ინდიანასთან"

სიახლეები / NBA 28-მარ, 09:399 giorgi-nba 236 0






დღეს დილით მორიგი ტურის მატჩები გაიმართა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. როგორც მოსალოდნელი იყო ,,ინდიანასთან" საშინაო შეხვედრა დათმო მოქმედმა ჩემპიონმა. ,,გოლდენ სტეიტი" პრაქტიკულად მეორე შემადგენლობით ასპარეზობდა. გუნდს აკლდნენ: სტეფ კარი, კევინ დურანტი, გრინი, კლეი ტომპსონი. ამ ყველაფრის ფონზე მათი მწირ ქულიანობაც არაა გასაკვირვი. მიუხედავად დიდი დანაკლისისა, სტუმრებმა მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლეს მასპინძელთა გატეხვა და გამარჯვების მოპოვება ანგარიშით 92-81.

ტრადიციულად სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო მატჩი ზაზა ფაჩულიამ, მაგრამ პარკეტზე საკმაოდ ცოტა თითქმის 12 წუთი დაჰყო და გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა შემატა.

რაც შეეხება დანარჩენ მატჩებს, ,,ვაშინგტონმა" საშინაო არენაზე ცოტა მოულოდნელად დაამარცხა ,,სან ანტონიო" 116-106. ეს მატჩი ერთი საინტერესო გარემობით იყო გამორჩეული, კერძოდ ორივე გუნდის მხრიდან ჯამში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 25-მა კალათბურთელმა და არცერთ მათგანს პარკეტი ქულის გარეშე არ დაუტოვებია. ასევე საინტერესოა ისიც, რომ მოუხედავად ჯამში 222 მოპოვებული ქულისა ორივე გუნდის რიგებიდან ყველაზე შედეგიანი მორისი გახლდათ, ვისაც მხოლოდ 15 ქულა ჰქონდა.

წარმატებულ სვლას აგრძელებს ,,ტორონტო". აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერებმა ამჯერად საშინაო არენაზე ,,დენვერი" დაამარცხეს და ,,ბოსტონთან" ჰანდიკაპი შეინარჩუნეს.

რეგულარულის ლიდერმა ,,ჰიუსტონმა" კი მიუხედავად ჯეიმს ჰარდენის არყოფნისა, როგორც მოსალოდნელი იყო საშინაო არენაზე ,,ჩიკაგო" დაამარცხა და ,,გოლდენ სტეიტთან" მოგებათა სხვაობა 6 მატჩამდე გაზარდა, თუმცა ჩემპიონებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ, მაგრამ თუ მათ ტრავმიანობას გავითვალისწინებთ, ,,ჰიუსტონს" წესით არ უნდა გაუჭირდეს პირველი ადგილის შენარჩუნება.

თავისი მატჩები მოიგეს ,,პორტლენდმა" და ,,კლიპერსმა". პირველი გუნდი სულ მალე გაინაღდებს ოფიციალურად ფლეი-ოფის საგზურს, ხოლო ლოს-ანჯელესის მკვიდრნი კი საფლეიოფო ზონას 2 მოგებამდე მიუახლოვდნენ, თან ერთი თამაშით ნაკლები აქვთ.

ყოფილი გუნდის წინააღმდეგ გასვლითი მატჩი დათმო ლებრონ ჯეიმსის ,,კლივლენდმა". მათ ფლეი-ოფი განაღდებული აქვთ, მაგრამ ჯერჯერობით რომელ ადგილზე გავლენ არ არის გარკვეული, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ,,მეფეს" და მის თანაგუნდელებს ეს დიდად ადარდებდეთ. ,,მაიამის" კი გამარჯვებები სჭირდება, რადგან ჯერჯერობით ფლეი-ოფის საგზური მოპოვებული არ აქვს, მაგრამ ამასთან ძალიან ახლოსაა.

უშუალოდ ,,მაიამი"-,,კლივლენდის" დაპირისპირება ძალიან მწირ ქულიანი გამოდგა და გუნდებმა ჯამში მხოლოდ 177 ქულის მოპოვება მოახერხეს. საბოლოოდ შეხვედრა ფლორიდელებმა 98-79 მოიგეს. ლოგიკურია, რომ საკმაოდ მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა ლებრონ ჯეიმსს. მან პარკეტზე 38 ქუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში გუნდს 18 ქულა, 7 შედეგიანი გადაცემა, 6 მოხსნა შემატა. ,,მეფემ" ბურთი 6-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური შენიშვნაც მიიღო.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018