NBA-ის მიმოხილვა. აღმოსავლეთ კონფერენცია

სიახლეები / NBA 28-მარ, 11:039 giorgi-nba 233 0






ნაციონალური საკალათბურთო ლიგის რეგულარული სეზონის დასრულებამდე გუნდებს 8-10 მატჩიღა დარჩათ ჩასატარებელი. შესაბამისად ორივე კონფერენციაში ბევრი რამ გარკვეულია, თუმდა არა ყველაფერი და ჩვენც ამ სტატიაში ვისაუბრებთ კონკრეტულად აღმოსავლეთ კონფერენციაზე. რომელი გუნდები არიან ფლეი-ოფში გასულნი და რომელ გუნდეს აქვს შანსი და ა.შ.

თავდაპირველად უკვე გასულ გუნდებზე ვისაუბროთ. ამ წუთისთვის ფლეი-ოფი გაინაღდეს: ტორონტომ, ბოსტონმა, კლივლენდმა, ფილადელფიამ და ინდიანამ. რაც შეეხება მე-6 ადგილოსან ვაშინგტონს, იგი მეცხრე ადგილოსანთან 7 მატჩიანი ჰანდიკაპით არის და ერთი მოგებაც საკმარისი გახლავთ, რომ დედაქალაქელებმა ფლეი-ოფის საგზური გაინაღდონ. მომდევნო ტურში სწორედ მეცხრე ადგილოსან გუნდს ხვდებიან და მოგებით მეექვსე გუნდი გახდება, რომელიც უკვე გასული იქნება მომდევნო ეტაპზე.

ასევე ფლეი-ოფში გასვლის ძალიან კარგი შანსი აქვთ მაიმის და მილოუკის. ისინი მეცხრე ადგილოსან დეტროიტს 6 და 5 მოგებით უსწრებენ, მაგრამ მაიამის ერთი თამაშით ნაკლებიც აქვს ჩატარებული.

ამ წუთისთვის ფლეი-ოფში გასვლისთვის რეალურად მხოლოდ 1 გუნდი იბრძვის დეტროიტი. მართალია შარლოტსაც იგივე მოგებების რაოდენობა აქვს რაც დეტროიტელებს, მაგრამ მათ ერთი თამაშით მეტიც აქვთ ჩატარებული. ასე რომ ნაკლებ სავარაუდოა შარლოტმა მომდევნო ეტაპზე გასვლისთვის გაიბრძოლოს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დეტროიტს საკმაოდ კარგი კალენდარი აქვს და დარჩენილ 8 შეხვედრაში სამი მეტნაკლებად რთული მატჩი აქვს. მომდევნო ტურში ისინი ვაშინგტონს ხვდებიან, რომელთათვისაც წაგება კატასტროფა ნამდვილად არ იქნება, მაგრამ როგორც ზემოთ ავღნიშნეთ მოგებით გაინაღდებენ ფლეი-ოფს. შემდეგ წინ ბრუკლინი და ნიუ იორკი ელით, ხოლო ამის შემდეგ კი ფილადელფიას ხვდებიან. ისინი ამ წუთისთვის მეოთხე ადგილს იკავებენ და აქვთ როგორც წინსვლის, ასევე დაქვეითების შანსი. შემდეგ კი ბოლოსწინა ტურში ისინი ტორონტოს ხვდებიან, რომელთაც მაგ დროისთვის ლოგიკურად ყველაფერი გადაწყვეტილი უნდა ჰქონდეთ და უმოტივაციოდ იყვნენ.

რაც შეეხება ამ წუთისთვის მერვე ადგილოსან მილოუკს, მათ საკმაოდ რთული კალენდარი აქვთ. მომდევნო ტურში ისინი ,,გოლდენ სტეიტს" ხვდებიან, მაგრამ თუ ჩემპიონთა შემადგენლობას გავითვალისწინებთ გამარჯვების რეალური შანსი ექნებათ მილოუკელებს. შემდეგ ელით ზედიზედ სამი მეტნაკლებად რთული მატჩი. ჯერ ლეიკერსს ხვდებიან გასვლაზე, რომელიც ბოლო დროს ძალიან ცუდად გამოიყურება. ამის მერე კი ორი ძალიან რთული მატჩი ელოდებათ, ჯერ გასვლაზე დენვერს ხვდებიან და შემდეგ საშინაო არენაზე ბოსტონს. ამის მერე სამი შედარებით სუსტი მეტოქე ელოდებათ: ბრუკლინი, ნიუ იორკი და ორლანდო. ბოლო ტურში კი ფილადელფია ელით და მაგ დროისთვის რა სიტუაცია იქნება და რამდენად მოტივირებული იქნება ფილადელფია ამის განსაზღვრა ამ წუთისთვის საკმაოდ რთულია. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ სწორედ მომდევნო 4 მატჩში გაირკვევა ბევრი რამ. გოლდენ სტეიტი, ლეიკერსი, ბოსტონი, დენვერი. ამ გუნდებიდან თუ ორს მაინც დაამარცხებს, მილოუკი საკმაოდ დიდ ნაბიჯს გადადგავს ფლეი-ოფისკენ.

ორ სიტყვას მაიამიზეც ვიტყვით. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებთ ფლორიდელები პრაქტიკულად გასულები არიან მომდევნო ეტაპზე, რადგან მათ დარჩენილ 7 ტურიდან 5 საკმაოდ იოლი მატჩი ელით. მაიამელთა მომდევნო მეტოქეები არიან: ჩიკაგო, ბრუკლინი, ატლანტა საშინაო მატჩში, ატლანტა გასვლით შეხვედრაში, ნიუ იორკი. თუ მაიმის შემადგენლობას გავითვალისწინებთ, ლოგიკურად თავისუფლად შეუძლიათ ყველა მატჩის მოგება, მინიმუმ კი 3 შეხვედრის მაინც, რაც წესით საკმარისი უნდა აღმოჩნდეს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად. მართალია ბოლო ორ ტურში ოკლაჰომა და ტორონტო ელის, მაგრამ მაგ დროისთვის მაიამისთვის წესით ყველაფერი გარკვეული უნდა იყოს.

აქედან გამომდინარე ლოგიკურად მერვე ადგილისთვის დეტროიტი და მილოუკი იბრძოლებენ და უპირატესობა რაღათქმაუნდა მილოუკს აქვს, რადგან 5 მოგებით უსწრებს, თან თუ მომდევნო 4 მატჩიდან ორი მოიგო, შემდეგ აღარ ელით რთული მატჩები.

ეს რაც შეეხება გამსვლელ გუნდებს, ახლა კი ლიდერებზეც ვისაუბროთ. ამ წუთისთვის პირველ ადგილს ტორონტო იკავებს. კანადელები 3 მოგებით უსწრებენ ბოსტონს, მაგრამ თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული. მომდევნო 4 ტური პრაქტიკულად გადამწყვეტი იქნება ტორონტოსთვის, რადგან მომდევნო შეხვედრაში გასვლაზე ბოსტონს ხვდებიან, შემდეგ ასევე გასვლით შეხვედრას ატარებენ კლივლენდთან, ამის მერე უკვე საშინაო არენაზე მასპინძლობენ კვლავ ბოსტონს, ხოლო შემდეგ ინდიანას. აქედან გამომდინარე მომდევნო ტურებში არის საკმაოდ რეალური შანსი, რომ ტორონტომ პირველობა დაკარგოს.

რაც შეეხება თავის მხრივ ბოსტონს, არც მათ ელით იოლი მატჩები. მომდევნო ტურში გასვლითი მატჩი იუტასთან, შემდეგ საშინაო ტორონტოსთა, კვლავ საკუთარ მოედანზე ოღონდ მილოუკთან, გასვლითი მატჩი ტორონტოსთან. შემდეგ კი დარჩენილი 4 მატჩიდან მხოლოდ ვაშინგტონთან ელით მეტნაკლებად რთული შეხვედრა, მაგრამ მაგ დროისთვის დედაქალაქელებს შეიძლება მოტივაცია აღარც ჰქონდეთ. აქედან გამომდინარე ტორონტოს დარად ბოსტონისთვისაც მომდევნო 4 მატჩს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თუ ისინი მოიგებენ ოთხივე მატჩს, საკმაოდ რეალური შანსი ექნებათ პირველი ადგილის დაკავების.

ერთი რამ კი ცხადია, 1-2 ადგილს ტორონტო და ბოსტონი გაინაწილებენ. სეზონის წინ ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ რეგულარული სეზონის დასრულებამდე 8 ტურით ადრე კლივლენდს მცირე შანსიც კი არ ექნებოდა პირველი ან მეორე ადგილის დაკავების. ამის ერთადერთი შანსი ის არის, რომ ბოსტონმა წააგოს ყველა შეხვედრა და კლივლენდმა ყველა მოიგოს, რაც პრაქტიკულადაც და გულწრფელად რომ ვთქვათ თეორიულადაც წარმოუდგენელია.

რაც შეეხება მესამე ადგილს. ამ პოზიციაზე ერთბაშად სამი გუნდი აცხადებს პრეტენზიას და მათ შორის სხვაობა 1 მოგება გახლავთ. ამ წუთისთვის 74 თამაშის მერე კლივლენდი იკავებს მესამე პოზიციას, მაგრამ მეოთხე ადგილოსან ფილადელფიას ერთი თამაშით ნაკლები აქვთ და თუ მოლოდინისამებრ ნიუ იორკს საშინაო არენაზე დაამარცხებენ გაუთანაბრდებიან კლივლენდს. ასევე კლივლენდის დარად 44 მოგება აქვს ინდიანას, მაგრამ მათ ერთი თამაშით მეტი აქვთ ჩატარებული და შესაბამისად მეხუთე ადგილზე იმყოფებიან.

თუ ლებრონ ჯეიმსის გუნდის კალენდარს გადავხედავთ, მათ საკმაოდ რთული კალენდარი აქვთ. მათი მომდევნო 8 მეტოქე შემდეგნაირად გამოიყურება: შარლოტი, ნიუ ორლეანსი, დალასი, ტორონტო, ვაშინგტონი, ფილადელფია, ნიუ იორკი საშინაო არენაზე და გასვლითი მატჩი ნიუ იორკთან. ერთი დადებითი რაც არის ამ 8 მატჩიდან 5 შეხვედრას საშინაო არენაზე ატარებს და 4-დან სამ რთულ მეტოქესაც შინ მასპინძლობს.

რაც შეეხება ფილადელფიას, მათ ყველაზე კარგი კალენდარი აქვთ და შესაბამისად საკმაოდ კარგი შანსი მესამე პოზიციის დაკავების. მათ მეტნაკლებად რთულ მეტოქედ დეტროიტი და კლივლენდი ჰყავთ, ხოლო ბოლო ტურში მილოუკი, მაგრამ მაგ დროისთვის წესით მილოუკი უმოტივაციოდ უნდა იყოს და შეიძლება ფილადელფიაც კი. ამ ორი გუნდის გარდა მათი მეტოქეები არიან: ნიუ იორკი, ატლანტა, შარლოტი, ბრუკლინი, დალასი, ატლანტა.

ბარემ ინდიანაზეც რომ ვთქვათ, მათ კალენდრის მხრივ ყველაზე მეტად არ გაუმართლათ და ლოგიკურად მეხუთე პოზიციას დასჯერდებიან. დარჩენილ 7 ტურში ინდიანას ელის: გოლდენ სტეიტი, კლიპერსი, დენვერი, ტორონტო თან ოთხივე მათგანი ერთმანეთის მიყოლებით. ანუ მომდევნო 5 ტურში დიდი შანსია, რომ ინდიანამ მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვოს საკრამენტოსთან და დარჩენილ ტურებში მოტივაციის გარეშე იყოს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018