ქართველების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს - ნახეთ რა კომენტარები დაწერეს უცხოელებმა ქართველ მორაგბეებზე [ + Video ]
![ქართველების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს - ნახეთ რა კომენტარები დაწერეს უცხოელებმა ქართველ მორაგბეებზე [ + Video ] ქართველების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურეს - ნახეთ რა კომენტარები დაწერეს უცხოელებმა ქართველ მორაგბეებზე [ + Video ]](/uploads/posts/2018-04/1522567324_u18_portugaliastan_instory_55645.jpg)
პოლონეთში დასრულდა რაგბი ევროპის ჩემპიონატი 18-წლამდელ მორაგბეთა შორის, რომლის ფინალშიც საქართველო ზედიზედ მეოთხედ დაუპირისპირდა საფრანგეთს. ქართველმა მორაგბეებმა ღირსეულად იბრძოლეს და დიდ გამარჯვებას მიაღწიეს - 8:3.
შეხვედრის დასრულებისთანავე უცხოელებმა ახალგაზრდა ქართველი მორაგბეები შ ეაფასეს და კომპლიმენტები არ დაიშურეს :
" გილოცავთ კატალონიიდან. თვქენ ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები გყავთ "
" მე მხოლოდ გორგოძეს და დიდ ბიჭებს ვიცნობდი. თურმე ახალგაზრდებიც ძალიან მაგრები არიან "
" დიდი სიყვარულით მოკითხვა საფრანგეთიდან. ჩვენ დავმარცხდით თუმცა საქართველო ძალიან გვიყვარს, ჩვენთან ბევრი ქართველი თამაშობს "
" სულ ვამბობდი რომ საქართველო ბევრს მიაღწევდა ამ სპორტში. ჩემი აზრით ეს მხოლოდ დასაწყისია "
" ამ ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს "
სწორედ ასეთი კომენტარებით იყო სავსე უცხოური სპორტული გვერდები.
მოიწონეთ სტატია
კომენტარები