დღის ახალი ამბები

იორდანიის ფეხბურთის ასოციაცია ეჭვობს, რომ ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე კაცია

იორდანიის ფეხბურთის ასოციაცია ეჭვობს, რომ ირანის ქალ ფეხბურთელთა ნაკრების მეკარე კაცია
18-11-2021, 09:07

იორდანიის ფეხბურთის ასოციაციამ აზიის ფეხბურთის კონფედერაციას ირანის ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეკარის სქესთან დაკავშირებით გამოძიების ჩატარება მოსთხოვა. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეჭვები აზიის თასის შესარჩევი მატჩის შემდეგ გაჩნდა, რომელშიც ირანმა იორდანიას პენალტების სერიაში მოუგო. ირანელმა მეკარემ ზორეჰ კუდეიმ 2 ბურთი მოიგერია, რის შემდეგაც იორდანიის ფეხბურთის ასოციაციაში დაეჭვდნენ, რომ ის კაცია და არა ქალი.

ირანში ბრალდებებს უარყოფენ და ამტკიცებენ, რომ გამოძიების მოთხოვნა იორდანიის წაგების გადაფარვის მცდელობაა. თუმცა აცხადებენ, რომ აზიის ფეხბურთის კონფედერაციას მეკარის მდედრობითი სქესისადმი კუთვნილების დასამტკიცებლად ყველა საჭირო საბუთს გადასცემენ.

წყარო: imedinews.ge





გაზიარება
მოინახულეს 877-ჯერ
კომენტარები
რეკლამა