დღის ახალი ამბები

„დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა ქართველ გოგოსთან...“ - ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობის უცნობი ფაქტები გაასაჯაროვა

„დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი მღალატობდა ქართველ გოგოსთან...“ - ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობის უცნობი ფაქტები გაასაჯაროვა
18-11-2021, 10:15

ნეკა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ურთიერთობის უცნობი ფაქტები გაიხსენა
მოდელმა ნეკა დოროყაშვილმა „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ ხელმომწერების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა მისი ყოფილ მეუღლეს, ცნობილ ჩოგბურთელს ნიკოლოზ ბასილაშვილს ეხებოდა. ხელმომწერი დაინტერესდა, უღალატია თუ არა ქმარს მისთვის. ნეკა დოროყაშვილმა მას გულახდილად უპასუხა.

„ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ქმარი იწვა ქალთან კონკრეტულ ლოკაციაზე. შოკირებული ვიყავი როდესაც აღმოვაჩინე ამის დამამტკიცებელი ფაქტები, ფოტოები, მესიჯები. ყველაზე შოკისმომგვრელი კი ის ქართველი გოგო იყო“, - წერს დოროყაშვილი.
ამჟამად ნეკასა და მის ყოფილ მეუღლეს შორის თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი სასამართლო დავა მიმდინარეობს. ერთი ეხება ყოფილი ქმრის მიერ ნეკაზე ძალადობას და მეორე შვილის მიმართ მამის მხრიდან ფინანსური ვალდებულებისგან თავის არიდებას.




გაზიარება
მოინახულეს 4 706-ჯერ
კომენტარები
რეკლამა