ტატიშვილი წლის პირველ სლემტურნირს, სარეკორდო მაჩვენებლით ხვდება

ტატიშვილი წლის პირველ სლემტურნირს, სარეკორდო მაჩვენებლით ხვდება

11-01-2011, 16:15

ქართველმა ჩოგბურთელმა, ანა ტატიშვილმა ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA) განახლებულ რეიტინგში, კარიერის საუკეთესო ნიშნულს უწია. ბრისბენის 220-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში გასვლის წყალობით, 20 წლის ტატიშვილმა თავი, 510 ქულას მოუყარა და მსოფლიოს 132-ე ჩოგანი გახდა.

მიმდინარე კვირაში ავსტრალიაში კიდევ ორი ტურნირი მიმდინარეობს – სიდნეისა (საპრიზო ფონდი 618 ათასი დოლარი) და ჰობარტში (220 ათასი), თუმცა, ტატიშვილი არცერთ მათგანში არ ჩანს. 17 იანვრიდან კი, სტარტს უკვე წლის პირველი სლემტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა აიღებს და ანა საკვალიფიკაციო გათამაშებაში ჩაებმება.

WTA-ს რეიტინგში ტატიშვილის გარდა, კიდევ 8 ქართველი ჩოგბურთელი მოხვდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთს შეხებია. ანას შემდეგ საუკეთესო მაჩვენებელი ისევ ოქსანა კალაშნიკოვას აქვს, რომელიც 310 ქულით, 191-ე ადგილზეა.

132 (134). ანა ტატიშვილი – 510 ქულა; 191 (192). ოქსანა კალაშნიკოვა – 310; 257 (257). მაკა ჩახნაშვილი – 210; 283 (286). სოფო შაფათავა – 180; 292 (294). თათია მიქაძე – 168; 416 (417). სოფო ქვაცაბაია – 87; 590 (590). მანანა შაფაქიძე – 44; 625 (620). ეკატერინე გორგოძე – 39; 1147 (1148). ანა ჯიქია – 3;

პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) კლასიფიკაციაში, კვლავაც ორი ქართველი ვაჟი ფიგურირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილი 31 ქულით ძველებურად 633-ეა, ხოლო ლადო ჩიხლაძე 11 ქულით – 861-ე.

მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ მოიწონოთ ან გააზიაროთ :
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

რეკლამა

შემოგვიერთდით