Image

ქეცბაია – ხავი, კალაძე – მესი, ფოცხვერია - ვილია

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 11-იან, 21:309 Sportnews 2250


















მსოფლიოს 2010 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდა. შეხსენება რად გინდათ, “ფიფას ოქროს ბურთის” გამარჯვებულის გამოვლენაში ამ ორგანიზაციაში შემავალი ყველა ქვეყნიდან ხმას აძლევდნენ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, კაპიტანი და ჟურნალისტი. საქართველოდან ჟურნალისებისგან ხმის მიცემის ექსკლუზიური უფლება ყოველთვის “სარბიელს” ჰქონდა – შეხსენებისთვის, ეს გაზეთი აღარ ფუნქციონირებს.

და საინტერესოა ქართველების არჩევანი, რომლებმაც თავიანთი ვერსიით საუკეთესო სამეულები გააგზავნეს.

თემურ ქეცბაია:
1. ხავი; 2. არიენ რობენი; 3. დიეგო ფორლანი.

კახა კალაძე:
1. ლეო მესი; 2. ანდრეს ინიესტა; 3. ჟულიო სეზარი.
ზურაბ ფოცხვერია:
1. დავიდ ვილია, 2. დიეგო ფორლანი, 3. მიროსლავ კლოზე.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული მხოლოდ კალაძემ “გამოიცნო”, ქეცბაიამ მესი სამეულში არ შეიყვანა, ხოლო “სარბიელის” მფლობელმა, თბილისის “ამერის” (ეს კლუბიც, “სარბიელივით” აღარ ფუნქციონირებს) პრეზიდენტმა, ზურაბ ფოცხვერიამ სამეულში არც მესი შეიყვანა, არც ხავი და არც ინიესტა – ანუ, ის ვარსკვლავები, რომლებიც “ფიფას ოქროს ბურთის” ტოპ-სამეულში მოხვდნენ.

ისე, საინტერესოა, რომ მხოლოდ ერთი ქვეყნის (ალჟირი) ჟურნალისტმა დაასახელა რჩეულები იმ მიმდევრობით, როგორც საბოლოოდ განაწილდა კიდეც ადგილები – 1. მესი, 2. ინიესტა, 3. ხავი.


მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:










მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
Vano_Alonso 12 იანვარი 2011 13:41
ჩააწყვეს, ნეტა რამდენი გადაუხადეს კალაძეს???
FC Bayern München 11 იანვარი 2011 22:08
belay ხო აი სულ კალაძის ხმამ გადაწყვიტა ნი :D
FCB 11 იანვარი 2011 21:58
კალაძე შენი :D რა დებილი ფეხბურთელიცაა ის დებილი ხმა მისცა :D
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
მარტი 2019 (264)
თებერვალი 2019 (548)
იანვარი 2019 (672)
დეკემბერი 2018 (539)
ნოემბერი 2018 (413)
ოქტომბერი 2018 (437)
რეკლამა