ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელ მარიან ვაიდას დაუბრუნდა

სიახლეები / ჩოგბურთი / მასტერსები / Atp / მსოფლიო ჩოგბურთი 10-აპრ, 15:499 GioToServe 423 0





ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელ მარიან ვაიდას დაუბრუნდა

როგორც გაირკვა, ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელ მარიან ვაიდას დაუბრუნდა.

ბოლო 15 თვეა, რაც დიდი გარჯისდა მიუხედავად, კორტზე ოპტიმალურ ფორმას ნოვაკ ჯოკოვიჩი ვერ უბრუნდება.

სერბმა ჩოგბურთელმა სამწვრთნელო შტაბი რამდენჯერმე გადაახალისა, რათა უწინდელი თავდაჯერებულობა დაებრუნებინა და ATP-ში ჩვეულ დონეზე ეასპარეზა, თუმცა მცდელობები ამაო აღმოჩნდა.

გასულ წელს, ანდრე აგასიმ "ნახევარ განაკვეთზე" დაიწყო ნოვაკთან თანამშრომლობა, რის შემდეგაც, ჯოკოვიჩს შტეპანეკიც შეუერთდა.

ვერცერთი მენტორის შრომამ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი, რის გამოც, სერბმა ჩოგბურთელმა ორივე მათგანი პოსტიდან გაათავისუფლა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელ მარიან ვაიდას დაუბრუნდა


ახლა, 30 წლის ჩოგბურთელი მომავალი თიხის სეზონის ჩასატარებლად ემზადება.

ESPORT.GE-ს ინფორმაციით, TheSportRush-ის მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ ჯოკოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელს, მარიან ვაიდას დაუბრუნდა.

12 დიდი სლემის ტურნირიდან თითოეული, ჯოკოვიჩმა სწორედ ვაიდასთან ერთად მოიგო. საერთო ძალებით, ახალ სიმაღლეებზე ასვლას, ისინი კიდევ ერთხელ შეეცდებიან.

აღნიშნული ინფორმაცია ჯერ-ჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა სერბის განცხადებას უახლოეს მომავალში ველით.

ვაიდასა და ჯოკოვიჩის ვარჯიში ესპანეთის ქალაქ მარბელაში შენიშნეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი თავის ყოფილ მწვრთნელ მარიან ვაიდას დაუბრუნდა


მას შემდგომ, რაც ნოვაკმა მარიან ვაიდასთან თანამშრომლობა დაასრულა, სერბ ჩოგბურთელს ფიზიკურ მდგომარეობასთან და მოტივაციასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები შეექმნა.

იმედია, რომ ვაიდა ჯოკოვიჩს ამ და სხვა პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება და უმაღლეს დონეზე ასპარეზობის წყურვილს დაუბრუნებს.

მალე იმასაც გავიგებთ, ჯოკოვიჩისა და ვაიდას თანამშრომლობა დროებითია თუ გრძელვადიანი.

ბოლოს, 30 წლის ნოვაკმა ATP მაიამის მასტერსზე იასპარეზა, სადაც იგი ბენუა პერთან 2 სეტში დამარცხდა. სწორედ აღნიშნული მარცხის შემდგომ, მან სამწვრთნელო ბაზა მთლიანად გაცხრილა და თითოეული წარმომადგენელი გაათავისუფლა.

მსოფლიოს ყოფილი ნომერ პირველი ჩოგანი ასპარეზობას მიმდინარე თვეში, ATP მონტე კარლოს მასტერსზე დაუბრუნდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018