სიახლეები / რაგბი
ქართული რაგბის კიდევ ერთი წარმატება - მორიგი ქართველი საფრანგეთში

ქართული რაგბის კიდევ ერთი წარმატება - მორიგი ქართველი საფრანგეთში


მოგეხსენებათ, რომ ბევრი ქართველი თამაშობს საფრანგეთის ჩემპიონატში, რაც ჩვენთვის დიდი მიღწევაა. საფრანგეთის ჩემპიონატი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ტურნირად ითვლება და სასიხარულოა, რომ მასში ბევრი ქართველი მორაგბე ასპარეზობს. ჩვენს ბიჭებს საფრანგეთში კიდევ ერთი მორაგბე შეუერთდა.

ქუთაისის აიას მორაგბეს, ვანო კარკაძეს რაგბი ევროპის ჩემპიონატზე წარმატებული თამაში დაუფასდა. ქართველ მორაგბეს ფრანგულმა კლუბმა ორიაკმა სამწლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

კარკაძე მეოთხე ქართველია, რომელიც ორიაკის ღირსებას დაიცავს. მასთან ერთად ფრანგულ კლუბში მერაბ შარიქაძე, გიორგი ცუცქირიძე და გიორგი ჯავახია ითამაშებენ.


ქართული რაგბის კიდევ ერთი წარმატება - მორიგი ქართველი საფრანგეთში











კომენტარის დამატება