Image

იურგენ კლოპის კომენტარი "სიტის" დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის შესახებ

სიახლეები / ფეხბურთი / ინგლისი / ჩემპიონთა ლიგა 11-აპრ, 11:479 GioToServe 222


იურგენ კლოპის კომენტარი "სიტის" დამარცხებისა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის შესახებ


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტი“ 2:1 ანგარიშით დაამარცხა.

“წითლების“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა წარმატებული ასპარეზობისა და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის შესახებ ისაუბრა:

„რთული მატჩი იყო. შეხვედრის მეორე ნახევარში, ფეხბურთელებმა უკეთ თამაშის გზა აღმოაჩინეს."

"შესვენებამდე 2-3 სახიფათო მომენტიც შევქმენით."

"მოედანზე მყოფი ფეხბურთელები, ისევე როგორც მე, მატჩის მსვლელობასა და განვითარებას კარგად აღვიქვამდით. ნამდვილი ქარიშხალი გამოვიარეთ.“

„ვფიქრობ, რომ „ლივერპული“ უდავოდ იმსახურებს ტურნირის 1/2 ფინალში ასპარეზობას. „მანჩესტერ სიტის“ 5 გოლი გავუტანეთ, საპასუხოდ კი მხოლოდ 1 მივიღეთ. როგორც წესი, ამგვარი რამ შეუძლებელია მოხდეს.“

„მეტოქე თავისი შემადგენლობით „ვა-ბანკზე“ წავიდა და გარისკა. ყოველთვის მჯეროდა, რომ 2 ან 3 გოლის გატანას მოვახერხებდით."

"მატჩის მეორე ნახევარში კომპაქტურად უნდა გვემოქმედა, თავისუფალი ბურთებისათვის გვებრძოლა და ხარისხიანი ფეხბურთი გვეთამაშა. ჩვენ ეს შევძელით.“

„სადიო მანემ ბრწყინვალედ იასპარეზა. დღეს მისი დაბადების დღეა და გამოდის, რომ იდეალური საჩუქარი გავუკეთეთ. ბობი ფირმინო და სადიო მანე ფლანგებზე ჩინებულად თამაშობდნენ. უბრალოდ დაუჯერებელი პერფორმანსი იყო.“

„ „მანჩესტერ სიტის“ წინააღმდეგ გამართული პირველი შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო მომეწონა, ვიდრე დღევანდელი პირველი ტაიმი.“

„გააჩნია როგორი დღეა. თუ იღბალი ჩვენ მხარესაა, ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეგვიძლია. ხშირად, უაზრო გოლებს ვუშვებთ ხოლმე. ჯერ კიდევ ვვითარდებით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ უკვე კარგი გუნდი ვართ და ანგარიშგასაწევ ძალას წარმოვადგენთ.“

„საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი, როდესაც შევიტყვე, რომ „ბარსელონა“ ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.”

“მართალია „რომამ“ სალაჰი დაკარგა, მაგრამ ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის 1/2 ფინალში იასპარეზებს. ეს დაუჯერებელია.“ - ციტირებს „ლივერპულის“ 50 წლის გერმანელი სპეციალისტის იურგენ კლოპის სიტყვებს ESPORT.GE.

შეგახსენებთ, რომ „ლივერპულმა“ ორი მატჩის ჯამში დაამარცხა „მანჩესტერ სიტი“ (3:0 და 2:1) და ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის საგზური მოიპოვა.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (130)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]