მასიმილიანო ალეგრიმ "რეალთან" საპასუხო შეხვედრის შესახებ ისაუბრა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 11-აპრ, 12:089 GioToServe 170 0





მასიმილიანო ალეგრიმ "რეალთან" საპასუხო შეხვედრის შესახებ ისაუბრა


დღეს, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრა გაიმართება, რომლის ფარგლებშიც, მადრიდის „რეალი“ „იუვენტუსს“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ მოედანზე უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ მხარეებს შორის პირველი დაპირისპირება სამეფო გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ანგარიშით 3:0.

რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, ტურინული კლუბის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ამგვარი რამ განაცხადა:

„ჩვენი დავალება იმაში მდგომარეობს, რომ დავივიწყოთ პირველი შეხვედრის რეზულტატი. მართალია შედეგი 3:0 გახლდათ, მაგრამ სინამდვილეში, ეს რეზულტატი საერთოდ არ ასახავს მოედანზე მომხდარ ამბებს.“

„დაპირისპირებას ისე უნდა შევხედოთ, თითქოს ერთადერთ მატჩს ვატარებთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დადებითი შედეგი მივიღოთ.“

„არ ვიცი რა მოხდება მატჩის მსვლელობის, მაგრამ ასე რომ ვიფიქროთ, განა ბევრი ელოდა პირველ მატჩში „იუვენტუსის“ 0:3 ანგარიშით დამარცხებას ? იქნებ „ბერნაბეუზე“ თამაშის დაწყებიდან 3 წუთში გაგვაქვს გოლი, ეს არავინ იცის.“

„შეუპოვრად უნდა ვითამაშოთ, რათა მამოძრავებელი ძალა და იმპულსი მიმდინარე სეზონის დარჩენილ კვირებშიც გადმოგვყვეს. ვიმედოვნებ, რომ „იუვენტუსი“ „სკუდეტოსა“ (სერია A-ს გათამაშება) და იტალიის საფეხბურთო თასის მოგებასაც შეძლებს.“

„მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ დაპირისპირებას, მთელი მსოფლიო ადევნებს თვალს. უნდა დავივიწყოთ ყველაფერი და ამოვიგდოთ აზრები იმის თაობაზე, რომ თითქოსდა იყო რაღაც, რისი გაკეთებაც სხვაგვარად შეგვეძლო.“

„მესმის, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის მცირე შანსი გვაქვს, მაგრამ ყველაფერს ვცდით და რაც მთავარია, 0:3 დამარცხების შემდგომ გაჩენილ ყოველგვარ ეჭვს აღმოვფხვრით საკუთარი თავიდან.“

“მადრიდის „რეალმა“ კარგად იცის, რომ თამაში ნებისმიერ მომენტში შეიძლება შემოტრიალდეს. ჩვენთვის დამახასიათებელი გამორჩეული დაცვის უნარი უნდა გავაცოცხლოთ, რომელიც ბოლო დროს დავკარგეთ და დარჩენილი სეზონი სოლიდურად უნდა ჩავამთავროთ.“

„ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგით უკმაყოფილო ვარ. სიბრაზეს ჯერ კიდევ არ გადაუვლია. 0:3 ანგარიშით დამარცხებას სულაც არ ვიმსახურებდით. ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ მადრიდის „რეალში“ წონასწორობით წავმდგარიყავით, თუმცა ამაოდ.“

„მატჩს 3 თავდამსხმელით დავიწყებთ. შეტევაში უდავოდ ითამაშებს გონსალო იგუაინი. მარიო მანძუკიჩიდან, ხუან კუადრადოდან და დუგლას კოსტადან, მოედანზე ორ ფეხბურთელს გამოვიყვან.“

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ პაულო დიბალა, ანდრეა ბარძაგლი და როდრიგო ბენტანკური დააკლდებიან.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრა დღეს, 11 აპრილს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018