NBA-ის რეგულარული სეზონის მიმოხილვა

სიახლეები / NBA 12-აპრ, 10:209 giorgi-nba 196 0





დასრულდა რეგულარული სეზონი ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში. შესაბამისად უკვე ცნობილია რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან ერთმანეთს ბეჭდისთვის ბრძოლაში. ბოლო ტურის ერთადერთი ინტრიგა მინესოტა-დენვერის დაპირისპირება გახლდათ, სადაც მოგებული ფლეი-ოფში გადიოდა, ხოლო წაგებული სეზონს დაასრულებდა.

მატჩი მოლოდინისამებრ ძალიან დაძაბული და საინტერესო გამოდგა. გუნდები ბოლომდე იბრძოდნენ. შეხვედრის ძირითადი დრო ფრე 101-101 დასრულდა და მატჩი ოვერტაიმში გადავიდა, სადაც უკეთესი მასპინძელთა გუნდი აღმოჩნდა. მათ ოვერტაიმი 11-5 მოიგეს და საბოლოოდ შეხვედრაში 112-106 იმარჯვეს. აქედან გამომდინარე მინესოტა ფლეი-ოფში გავიდა, სადაც მისი მეტოქე რეგულარული სეზონის გამარჯვებული ჰიუსტონი იქნება. პირველი ორი მატჩიც ,,რაკეტების" მოედანზე გაიმართება.

სხვა წყვილებს რაც შეეხება, თავდაპირველად კვლავ დასავლეთ კონფერენციაზე ვისაუბრებთ, სადაც მოქმედი გუნდებმა შემდეგი პოზიციები დაიკავეს:
1) ჰიუსტონი
2) გოლდენ სტეიტი
3) პორტლენდი
4) ოკლაჰომა
5) იუტა
6) ნიუ ორლეანსი
7) სან ანტონიო
8) მინესოტა

შესაბამისად ფლეიოფში გუნდები შესაბამისად დაწყვილდნენ: ჰიუსტონი - მინესოტა, გოლდენ სტეიტი - სან ანტონიო, პორტლენდი - ნიუ ორლეანსი, ოკლაჰომა - იუტა.
თუ წყვილებს გადავხედავთ თითქმის ყველა მათგანი საინტერესო მატჩს გვპირდება, მაგრამ ლოგიკურად მოქმედ ჩემპიონებს არ უნდა გაუჭირდეთ საკმაოდ დასუსტებული სან ანტონიოს ბარიერის გავლა და მომდევნო ეტაპზე გასვლა.

რაც შეეხება აღმოსავლეთ კონფერენციას, აქ რამდენიმე ტურის წინ იყო უკვე ცნობილი ყველა ფლეი-ოფის მონაწილე გუნდის ვინაობა და გასარკვევი მხოლოდ ის გახლდათ რა პოზიციაზე დაასრულებდნენ სეზონს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ სეზონის წინ ძალიან ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ლებრონ ჯეიმსის ,,კლივლენდი" მხოლოდ მეოთხე პოზიციას დაიკავებდა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

გუნდები კი შემდეგნაირად გადანაწილდნენ:
1) ტორონტო
2) ბოსტონი
3) ფილადელფია
4) კლივლენდი
5) ინდიანა
6) მაიამი
7) მილოუკი
8) ვაშინგტონი

აქედან გამომდინარე ჩვენ აღმოსავლეთ კონფერენციაში შემდეგი წყვილები მივიღეთ: ტორონტო - ვაშინგტონი, ბოსტონი - მილოუკი, ფილადელფია - მაიამი, კლივლენდი - ინდიანა. თუ ლოგიკურად მივყვებით წესით ბოსტონს და ფილადელფიას არ უნდა გაუჭირდეთ მომდევნო ეტაპზე გასვლა. ხოლო რეგულარულის გამარჯვებული ტორონტოს და კლივლენდის წყვილები საინტერესო მატჩებს გვპირდება.

ახლა კი მომდევნო ეტაპზე გასული გუნდები ცოტა ხანს დაისვენებენ და 14 აპრილიდან ფლეი-ოფის მატჩებში შეეცდებიან რაც შეიძლება შორს წასვლას და ბეჭდის მოგებას.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018