მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსის" წარუმატებლობაზე ისაუბრა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 12-აპრ, 19:219 GioToServe 2251 0






მასიმილიანო ალეგრიმ "იუვენტუსის" წარუმატებლობაზე ისაუბრა


ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, რომელიც „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგა, „იუვენტუსმა“ მადრიდის „რეალი“ 3:1 ანგარიშით დაამარცხა, თუმცა აღნიშნული შედეგი "იუვენტუსის" ჩემპიონთა ლიგის შემდგომ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

„ჩემი ფეხბურთელების გამო ძალიან ვწუხვარ. ტურინში, მადრიდის „რეალს“ 60 წუთის განმავლობაში ვჯობნიდით, მაგრამ 0:3 ანგარიშით დავმარცხდით. დღეს, მთელი მატჩის განმავლობაში ვდომინირებდით. დაძაბულ მოვლენათა განვითარების ცვლილება მცირე დეტალებმა განაპირობა. დამატებით დროში, ორი ცვლილების განხორციელებას ვგეგმავდი და ეჭვიც კი არ მეპარებოდა, რომ გავიმარჯვებდით.“

„რაც შეიძლება მალე უნდა მოვინელოთ ეს მარცხი, რადგანაც მიმდინარე სეზონში, ჩვენ კიდევ გვიწევს ტიტულებისათვის ბრძოლა. უბრალოდ სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე მოხდა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ტურინში დაფიქსირებული რეზულტატი არასამართლიანი იყო, თუმცა წარმატებისათვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.“

„ „იუვენტუსმა“ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. მინდა, რომ თითოეულ ფეხბურთელს მივულოცო ეს წარმატება. პირველი მატჩიც არ იყო სამარცხვინო. ჩვენ უბრალოდ სწრაფი გოლი გავუშვით, შემდგომ კი რონალდუს შედევრი ვიხილეთ. დღეს, სანიმუშო თამაშით, ფეხბურთელებმა სოლიდური რეზულტატი დააფიქსირეს.“

„პირველმა მატჩმა გამაძლიერა და მომცა თავდაჯერებულობა იმისა, რომ დეფიციტის აღმოფხვრას შევძლებდით. როგორც მინიმუმ, დამატებით დროს ვიმსახურებდით. მიზანს ვერ მივაღწიეთ, ასე რომ ხვალ ვიტირებთ, პარასკევს კი ისევ ჩვეულ ფორმას დავუბრუნდებით, რადგანაც შაბათ-კვირას საპასუხისმგებლო მატჩის ჩატარება გვიწევს.“

„ვწუხვარ, რომ დამატებით დროში თამაში არ მოგვიწია. ვფიქრობ, სამართლიანი იქნებოდა, დაპირისპირება კიდევ ცოტა ხანს რომ გაგრძელებულიყო."

„დღეს „იუვენტუსმა“ დაამტკიცა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ის სამართლიანად ითვლება უმაღლესი დონის კლუბად. ჩინებული მატჩი ჩავატარეთ და სწორედ ამასვე ვულოცავ ბიჭებს. დღევანდელი საღამო მომავალი წლის ჩემპიონთა ლიგისთვისაც გაცილებით მეტ თავდაჯერებულობას მოგვცემს.“

„ხანდახან ყველაფერი შენ წინააღმდეგაა მომართული, ხანდახან კი - შენ სასარგებლოდ. ეს რთული მომენტი და პერიოდი როგორმე უნდა გადავიტანოთ და წინსვლა განვაგრძოთ.“ - ციტირებს „იუვენტუსის“ 50 წლის მთავარი მწვრთნელის მასიმილიანო ალეგრის სიტყვებს ESPORT.GE.

მიუხედავად იმისა, რომ „იუვენტუსმა“ "სანტიაგო ბერნაბეუს" მოედანზე მადრიდის „რეალი“ დაამარცხა (3:1), ორი მატჩის ჯამში, იტალიური გრანდი სამეფო გუნდთან მაინც დამარცხდა (0:3 და 3:1) და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018