Image

ოფიციალურად: მიუნხენის "ბაიერნს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია 13-აპრ, 17:099 GioToServe 1577


ოფიციალურად: მიუნხენის "ბაიერნს" ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება


მიუნხენის „ბაიერნმა“ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გერმანული გრანდის მთავარი მწვრთნელი 1-ლი ივლისიდან ხორვატი სპეციალისტი ნიკო კოვაჩი გახდება.

ESPORT.GE-ს ინფორმაციით, 46 წლის სპეციალისტმა მიუნხენის „ბაიერნთან“ 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„ძალიან გვიხარია, რომ ამერიდან, მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი იქნება. ნიკო „ბაიერნის“ ფეხბურთელი იყო. იგი კარგად იცნობს კლუბში დასაქმებულ პერსონალს და არსებულ სტრუქტურას. ვფიქრობთ, რომ ნიკო კოვაჩი ზუსტად ის ფიგურაა, ვისაც სამომავლოდ, მიუნხენის "ბაიერნის" წინსვლის პროცესში, მნიშვნელოვანი კონტრიბუციის გაღება შეუძლია.“ - ნათქვამია გერმანული კლუბის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ გაირკვა, ისიც რომ მიუნხენის „ბაიერნმა“ „აინტრახტს“ ხორვატი სპეციალისტის გამოსასყიდი თანხა 2,2 მილიონი ევრო გადაურიცხა.

მიუნხენელებს ნიკოსთან ერთად, მისი ძმა და ასისტენტი, 44 წლის რობერტ კოვაჩიც შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ 46 წლის კოვაჩი „აინტრახტს“ 2016 წლიდან უდგას სათავეში.

29 ტურის დასრულების შემდგომ, ფრანკფურტულმა კლუბმა თავის აქტივში 46 ქულის მოგროვება შეძლო და ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციას იკავებს.


მოიწონეთ სტატია


კომენტარები
გაუზიარეთ მეგობრებს
მსგავსი სიახლეები
შემოგვიერთდით
რეკლამა
არქივი
დეკემბერი 2018 (143)
ნოემბერი 2018 (414)
ოქტომბერი 2018 (438)
სექტემბერი 2018 (573)
აგვისტო 2018 (535)
ივლისი 2018 (357)
რეკლამა
[aviable=main] [/aviable]