ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ჩემპიონატში დისკვალიფიკაცია ემუქრება

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია 13-აპრ, 17:229 GioToServe 1842 0






ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ჩემპიონატში დისკვალიფიკაცია ემუქრება


მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრაში (3:1) დაფიქსირებული პრეცენდენტის გამო, „იუვენტუსის“ გოლკიპერს ჯანლუიჯი ბუფონს იტალიის ჩემპიონატში დისკვალიფიკაცია ემუქრება.

ESPORT.GE-ს ინფორმაციით, იტალიურ გამოცემა Gazzetta dello Sport-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ 40 წლის მეკარის შესაძლო დისკვალიფიკაცია დამოკიდებულია იმაზე, შეიტანა თუ არა შეხვედრის მთავარმა არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ბუფონის ქცევის შესახებ ჩანაწერები თამაშის საოქმო ჩანაწერში, იგივე პროტოკოლში.

ამას გარდა, იმ შემთხვევაში, თუკი „უეფას“ დისციპლინარული კომიტეტი მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე გოლკიპერის კომენტარებსაც შეისწავლის, ბუფონი დისკვალიფიკაციის კიდევ უფრო დიდი საფრთხის წინაშე დადგება.

შეგახსენებთ, რომ მატჩის მიწურულს, კომპენსირებული დროის მე-3 წუთზე, შეხვედრის მთავარმა მსაჯმა „იუვენტუსის“ კარში პენალტი დანიშნა, რასაც ბუფონის უმწვავესი რეაქცია, წითელი ბარათი და შედეგად, მეკარის მოედნიდან გაძევება მოჰყვა.

რაც შეეხება საკუთრივ ტურნირის შედეგს, კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში, "იუვენტუსი" მადრიდის "რეალთან" ორი მატჩის ჯამში დამარცხდა (0:3, 3:1) და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირს კიდევ ერთხელ გამოეთიშა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018