დღის ახალი ამბები

ხვიჩა და რონალდუ ერთად - კვარაცხელიას აგენტმა ის კლუბები დაასახელა, რომლებიც კვარაცხელიას დამატებით დაინტერესდნენ

ხვიჩა და რონალდუ ერთად - კვარაცხელიას აგენტმა ის კლუბები დაასახელა, რომლებიც კვარაცხელიას დამატებით დაინტერესდნენ

ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა მამუკა ჯუღელმა პირველ არხთან ინტერვიუში ქართველი ნახევარცველით დაინტერესებული კლუბები დაასახელა.
 
“ინტერესი გამოავლინა “ინტერმა”, “იუვენტუსმა”, “რომამ” და “მილანმა”, “დორტმუნდმაც”. ეს ნაღდი ვარიანტებია და არ არის მოჭორილი. ასევე ვადასტურებ, რომ “ნაპოლიც” გააქტიურდა და გუნდის წარმომადგენლები კონტაქტზე გამოვიდნენ. ეგაა, პანდემიის დროს ურთიერთობები გართულებულია. ახლა მსოფლიოს შესარჩევი დაიწყება და მის დონეს ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთანაც შეამოწმებენ. მიმაჩნია, რომ ის აუცილებლად ტოპ-გუნდში მოხვდება.

გამორიცხული არ არის, რომ ხვიჩა ახალ კლუბში ახლავე წაიყვანონ. მთავარია, რომ “რუბინს” მისაღები წინადადებით მიმართონ, გუნდი ხელს არავის შეუშლის. კლუბის გენერალური დირექტორი რუსტემ საიმონოვი ხვიჩას წარმატებით არის დაინტერესებული და საქართველოს ნაკრების გულშემატკივარია, კვარაცხელია კი მართლაც გამორჩეულია. ხვიჩა “რუბინის” ბაზაზე ცხოვრობს, ვარჯიშობს და ძინავს. კვარაცხელია ისეთი ტალანტი და პროფესიონალია, 40-50 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან,”- განაცხადა ჯუღელმა.
 
წყარო: პირველი არხი





გაზიარება
მოინახულეს 1 439-ჯერ
კომენტარები
რეკლამა