სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / გერმანია / ჩემპიონთა ლიგა
მიუნხენის "ბაიერნი" - მადრიდის "რეალის" ყველაზე კოშმარული მეტოქე!

მიუნხენის "ბაიერნი" - მადრიდის "რეალის" ყველაზე კოშმარული მეტოქე!


მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში, მადრიდის "რეალი" მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

აღნიშნულ ტურნირზე, მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, არცერთ სხვა კლუბს არ უასპარეზია ისე წარმატებულად, როგორც ეს მიუნხენის „ბაიერნმა“ შეძლო.

ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ისტორიაში, მიუნხენელებმა ყველაზე მეტჯერ გამოთიშეს „რეალი“ ასპარეზობას.

სხვათაშორის, გერმანულმა გრანდმა სამეფო გუნდს 5-დან 4-ჯერ სწორედ 1/2 ფინალის ეტაპზე სძლია.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკანასკნელ ორ დაპირისპირებაში, მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ აჯობა. ეს მოხდა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში (2:1 და 4:2) და 2013-2014 წლების გათამაშების 1/2 ფინალში (1:0, 4:0).

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი დაპირისპირება 25 აპრილს, გერმანიაში გაიმართება, საპასუხო მატჩი კი 1-ლ მაისს, ესპანეთში ჩატარდება.












კომენტარის დამატება