სიახლეები / კალათბურთი
ქართველებს მადრიდის "რეალის" დამარცხებამდე ცოტა დააკლდათ

ქართველებს მადრიდის "რეალის" დამარცხებამდე ცოტა დააკლდათ


მონტენეგროს ქალაქ ბუდვაში პრესტიჟულ ტურნირზე ზაზა ფაჩულიას აკადემიამ პირველი შეხვედრა გამართა.

16 - წლამდელთა გუნდს ისტორიულ გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. ახალგაზრდა კალათბურთელები არც მეტი არც ნაკლები მადრიდის "რეალის" ასაკობრივ გუნდს დაუპირისპირდნენ და მხოლოდ 3 ქულით დამარცხდნენ ( 73 : 76 )

მომდევნო შეხვედრებს ფაჩულიას აკადემია ადგილობრივ "მოგრენთან" და რუმინულ "კლუჟთან" გამართავენ.

ასევე გეტყვით, რომ ესპანელებმა ქართველი კალათბურთელები შეაქეს და განაცხადეს, რომ ქართულ კალათბურთს დიდი მომავალი აქვს.














კომენტარის დამატება