სიახლეები / რაგბი
თედო აბჟანდაძის წარმატება - ბორჯღალოსანთა მომავალმა ლიდერმა სამხრეთ აფრიკას ლელო დაუდო

თედო აბჟანდაძის წარმატება - ბორჯღალოსანთა მომავალმა ლიდერმა სამხრეთ აფრიკას ლელო დაუდო


საქართველოს 20 - წლამდელთა მორაგბეთა ნაკრები სამხრეთ აფრიკაში იმყოფება, სადაც მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს გადის.

ახალგაზრდა მორაგბეები სამხრეთ აფრიკის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 55 : 14 დამარცხდნენ.

მიუხედავად მარცხისა, ქართველებს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვიათ და მათ სამხრეთ აფრიკელეს ორი ლელო დაუდეს.

პირველი ლელო არსენ მაჩალაძემ დადო, ხოლო მეორე ლელო კი თედო აბჟანდაძეს ეკუთვნის, რომელიც ბორჯრალოსანთა მომავალ ლიდერად ითვლება და მსზე ქართველები დიდ იმედებს ამყარებენ.

უმცროსი ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან განმეორებით თამაშს 20 აპრილს გამართავენ.











კომენტარის დამატება