ალეგრიმ ბუფონისა და ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული პრეცენდენტის შესახებ ისაუბრა

სიახლეები / ფეხბურთი / იტალია / ჩემპიონთა ლიგა 14-აპრ, 21:479 GioToServe 282 0






ალეგრიმ ბუფონისა და ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული პრეცენდენტის შესახებ ისაუბრა


„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის კაპიტანი ჯანლუიჯი ბუფონი დაიცვა.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საპასუხო შეხვედრის კომპენსირებული დროის უკანასკნელ წუთებზე „იუვენტუსის“ კარში პენალტი დაინიშნა, რის გამოც ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ გაღიზიანება ვერ დამალა.

შედეგად, მატჩის მთავარ არბიტრ მაიკლ ოლივერთან ცხარე კამათის შემდგომ, მსაჯმა გოლკიპერის მოედნიდან გაძევება გადაწყვიტა და მას წითელი ბარათი უჩვენა.

აი, რა განაცხადა მასიმილიანო ალეგრიმ მომხდართან დაკავშირებით:

„უცხო თვალისათვის დასკვნების გამოტანა ყოველთვის მარტივია. ასეთ ადამიანებს ყველაფერი მარტივად ეჩვენებათ."

"რაც შეეხება საკუთრივ ჯანლუიჯი ბუფონს, 20 წლის განმავლობაში, იგი წარმოადგენდა ეტალონს იმისა, თუ როგორი უნდა იყოს და როგორ უნდა იქცეოდეს ფეხბურთელი მოედანზე და მოედნის ფარგლებს გარეთ."

"ვფიქრობ, რომ ბუფონის გაკრიტიკება აზრს მოკლებული და არასამართლიანია. მისი განმკითხავი ადამიანები არ ითვალისწინებენ იმ სიტუაციასა და კონტექსტს, რაშიც ჯიჯი მოხვდა.“

„უკანასკნელ დღეებში, ყველა ჯანლუიჯი ბუფონის მოედნიდან გაძევებას არჩევს, მაგრამ ახლა ჩვენი ვალი ისაა, რომ მადრიდში მომხდარი ამბები დავივიწყოთ და ყურადღება "სამპდორიას" მივაპყროთ."

"რაც მოხდა, მოხდა. უკვე ვეღარაფერს შევცვლით. მაინც ვგონებ, რომ გულშემატკივრებმა და თავად ფეხბურთელებმა კიდევ 30 წუთის განმავლობაში დაიმსახურეს ლამაზი დაპირისპირების გაგრძელების ნახვა, თუმცა ამ ეტაპზე, ამ მოსაზრებას აღარანაირი მნიშვნელობა არ აქვს.“

„როგორც ხედავთ, „ნაპოლი“ კუდში მოგვყვება, ამიტომაც, კონცენტრირება „სერია A”-ზე უნდა მოვახდინოთ. ახლა, ზედიზედ მე-7 „სკუდეტოს“ მოგება ჩვენ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს .“ - ციტირებს „იუვენტუსის“ 50 წლის სპეციალისტის მასიმილიანო ალეგრის სიტყვებს ESPORT.GE.

შეგახსენებთ, რომ კვირას, 15 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე, "იუვენტუსი" "სამპდორიას" მასპინძლობს, "ნაპოლი" კი გასვლაზე "მილანის" დამარცხებას შეეცდება.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ ამ მომენტისათვის, "იუვენტუსს" 81 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ "ნაპოლის" 4 ქულით უსწრებს.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018