სიახლეები / ფეხბურთი / ჩემპიონთა ლიგა
"უეფამ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საუკეთესო გოლი გამოავლინა

"უეფამ" ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის საუკეთესო გოლი გამოავლინა


"უეფას" პრესსამსახურის ინფორმაციით, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალის მატჩებზე დაფიქსირებული შედეგებიდან გამომდინარე, საუკეთესო გოლის ავტორად "ლივერპულის" თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი დასახელდა.

ეგვიპტელმა ფორვარდმა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ საპასუხო მატჩში შეძლო გოლის გატანა. მან გამოკითხვაში ხმათა საერთო რაოდენობის 39%-ის მიღება შეძლო და სიაში პირველი ადგილი დაიკავა.

მეორე ადგილზე მადრიდის "რეალის" ვინგერი კრიშტიანუ რონალდუ გავიდა. პორტუგალიელმა "იუვენტუსის" წინააღმდეგ პირველ მატჩში მაკრატელა გაიტანა და ხმათა 30%-ის მოგროვება მოახერხა.

სამეულში "ლივერპულის" ნახევარმცველი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენიც მოხვდა. მან "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ შეხვედრაში, შორეული დარტყმით აიღო მეტოქის კარი და თავი მნიშვნელოვნად გამოიჩინა. აღნიშნული გოლი გულშემატკივართა 14%-მა მოიწონა.











კომენტარის დამატება