მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნს" ერთ-ერთი ლიდერი ფეხბურთელი დააკლდება

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / ჩემპიონთა ლიგა 16-აპრ, 18:099 GioToServe 201 0






მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ მატჩში, მიუნხენის "ბაიერნს" ერთ-ერთი ლიდერი ფეხბურთელი დააკლდება


მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა მუხლის დაზიანება მიიღო და მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში შესაძლოა ვეღარ იასპარეზოს.

ESPORT.GE-ს ინფორმაციით, გერმანულ გამოცემა Bild-ზე დაყრდნობით ირკვევა, რომ გერმანული გუნდის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშის მიმდინარეობისას, ჩილელ ნახევარმცველს მუხლი გადაუბრუნდა და მოედნის დამოუკიდებლად დატოვებაც კი ვერ შეძლო.

აღნიშნული ტრავმის გამო, მიუნხენის "ბაიერნის" შემადგენლობაში, 30 წლის ფეხბურთელს რამდენიმე მატჩის გამოტოვება უკვე მოუწია.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა მიუნხენის "ბაიერნსა" და მადრიდის "რეალს" შორის 25 აპრილს, მიუნხენში გაიმართება. რაც შეეხება საპასუხო მატჩს, იგი 1-ლ მაისს, მადრიდში ჩატარდება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018