სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი
ზინედინ ზიდანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მადრიდის "რეალში"

ზინედინ ზიდანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მადრიდის "რეალში"


ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურის ფარგლებში, მადრიდის "რეალმა" გასვლაზე "მალაგა" 2:1 ანგარიშით დაამარცხა.

ეს ნიშნავს იმას, რომ ზინედინ ზიდანმა, მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის ამპლუაში, მე-100 გამარჯვება მოიპოვა.

ფრანგი სპეციალისტის სამეფო გუნდის სათავეში ყოფნის სრული სტატისტიკა ამგვარად გამოიყურება: 140 მატჩი, 100 გამარჯვება, 25 ფრე და 15 მარცხი.

საინტერესოა ის გარემოებაც, რომ 100 მატჩის ზიზუზე უფრო სწრაფად მოგება მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო (126 მატჩი "ბარსელონაში"), შემდგომ ჟოზე მოურინიომ (133 მატჩი "რეალში") და ხოსეპ "პეპ" გვარდიოლამ" (139 მატჩი "ბარსელონაში").

შეგახსენებთ, რომ ამ მომენტისათვის, ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში, "ბარსელონა" 82 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება.

71 ქულით, მეორე პოზიციას "ატლეტიკო" ინარჩუნებს, ხოლო მადრიდის "რეალი" მესამე ადგილზე იმყოფება. სამეფო გუნდს 67 ქულა აქვს მოგროვილი.

ზიდანის გუნდის ჩამოქვეითებას მეოთხე ადგილზე მყოფი "ვალენსია" შეეცდება. თავის მხრივ, ამ უკანასკნელის აქტივში, 65 ქულაა.

ზინედინ ზიდანის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევა მადრიდის "რეალში"











კომენტარის დამატება