როდის უბრუნდება ნეიმარი ასპარეზობას? - ბრაზილიელის ახალი ინტერვიუ

სიახლეები / ფეხბურთი / საფრანგეთი 16-აპრ, 18:489 GioToServe 863 0





როდის უბრუნდება ნეიმარი ასპარეზობას? - ბრაზილიელის ახალი ინტერვიუ


2018 წლის თებერვლის მიწურულს, "მარსელის" წინააღმდეგ მატჩში, "პ.ს.ჟ."-ს თავდამსხმელმა ნეიმარმა ტერფის ძვალი მოიტეხა, რასაც კოჭის მიდამოებში სხვა გართულებებიც მოჰყვა.

26 წლის ფეხბურთელმა რეაბილიტაციის პროცესის შესახებ ამგვარი განცხადება გააკეთა:

"გამოჯანმრთელების კურსი კიდევ ერთი თვის განმავლობაში გასტანს."

"ამ მომენტისათვის, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. ტკივილი აღარ მაწუხებს და პატარ-პატარა ნაბიჯების გადადგმაც შემიძლია."

"თუმცაღა, სპეციალური დამხმარე ფეხსაცმლის გარეშე, ჯერ-ჯერობით ვერ ვმოძრაობ."

"მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, რეაბილიტაციის კურსი და ზოგადი გამოჯანმრთელების პროცესი სოლიდურად მიმდინარეობს."

"მინდა გითხრათ, რომ საკუთარ ჯანმრთელობაზე სხვა გზებითაც ვზრუნავ. კონკრეტულად, დარბაზსაც ვსტუმრობ და იქ ვვარჯიშობ ხოლმე. ერთი სიტყვით, ყველაფერს ვაკეთებ, რათა ასპარეზობას კარგ ფორმაში დავუბრუნდე." - ციტირებს 26 წლის ნეიმარის სიტყვებს ESPORT.GE.

შეგახსენებთ, რომ მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში, ნეიმარმა ვერ იასპარეზა.

ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, ბრაზილიელი თავდამსხმელის 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საკითხიც კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, თუმცა ნეიმარის სიტყვებიდან გამომდინარე, თუკი იგი მაისში დაუბრუნდება ასპარეზობას, არ არსებობს მიზეზი იმისა, თუ რატომაც ვერ უნდა შეძლოს ფორვარდმა რუსეთში, მიმდინარე წლის მუნდიალზე თამაში.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:











მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018