სიახლეები / კალათბურთი
" ეს კითხვა ყველაზე ბოლოს მე უნდა დამისვათ " - ლებრონ ჯეიმსი პირველ შეხვედრაში დამარცხდა

" ეს კითხვა ყველაზე ბოლოს მე უნდა დამისვათ " - ლებრონ ჯეიმსი პირველ შეხვედრაში დამარცხდა


2017/2018 სეზონის პლეიოფი დაწყებულია, სადაც უკვე დაფიქსირდა რამდენიმე მოულოდნელი შედეგი.

პირველ რიგში აღსანიშნავია "პეისერსის" გამარჯვება, რომელთაც ლებრონ ჯეიმსის კლივლენდ "კავალიერსი" გასვლაზე დაამარცხეს.

ლებრონს აქამდე პლეიოფში პირველი რაუნდის პირველი შეხვედრა წაგებული არ ჰქონდა, თუმცა მისი ეს მაჩვენებელი ინდიანამ შეწყვიტა.

აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტმა ჯეიმსს ჰკითხა, თუ რა გრძნობა იყო პირველივე თამაშის წაგება :

" მე ის ადამიანი ვარ რომელსაც ყველაზე ბოლოს უნდა დაუსვათ მსგავსი კითხვები. ფინალში 3 - 1 ვაგებდი და საბოლოოდ ჩემპიონი გავხდი, ასე რომ სანერვიულო არაფერი მაქვს " - განაცხადა ლებრონმა.











კომენტარის დამატება