"პ.ს.ჟ."-ს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა საბოლოოდ გაირკვა

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია 17-აპრ, 20:149 GioToServe 773 0





"პ.ს.ჟ."-ს ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა საბოლოოდ  გაირკვა


ESPORT.GE-ს ინფორმაციით, "პ.ს.ჟ." დორტმუნდის "ბორუსიის" ყოფილ მწვრთნელ თომას ტუხელთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ირკვევა, იგი ფრანგულ კლუბს უახლოეს მომავალში უნდა ჩაუდგეს სათავეში.

ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გერმანელი სპეციალისტი პარიზულ კლუბთან ორწლიან შეთანხმებაზე გეგმავდა ხელის მოწერას, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული გრანდის ხელმძღვანელობას არ დაუდასტურებია.

ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს, თანაც საკმაოდ წარმატებით.

წყაროს ინფორმაციით, პარიზული კლუბის წარმომადგენლებსა და თომას ტუხელს შორის რამდენიმე ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

მიმდინარე კვირას, "პ.ს.ჟ."-ს წარმომადგენლობასა და ტუხელს შორის კიდევ რამდენიმე შეხვედრა იგეგმება, სადაც ხელშეკრულების საბოლოო დეტალები უნდა დაზუსტდეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის მაისიდან მოყოლებული, 44 წლის თომას ტუხელი სამუშაოს გარეშე დარჩა. მან დორტმუნდის "ბორუსია" დატოვა.

გერმანული მასმედია იმასაც იუწყებოდა, რომ თომას ტუხელი მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე, ერთ-ერთ მთავარი პრეტენდენტს წარმოადგენდა, თუმცა საბოლოო ჯამში, "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ უპირატესობა "აინტრახტის" სპეციალისტ ნიკო კოვაჩს მიანიჭა.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა