" თუკი ვინმეს შეუძლია მადრიდის "რეალის" დამარცხება, ეს მიუნხენის "ბაიერნია"! "

სიახლეები / ფეხბურთი / გერმანია / ჩემპიონთა ლიგა 19-აპრ, 20:539 GioToServe 1425 0





" თუკი ვინმეს შეუძლია მადრიდის "რეალის" დამარცხება, ეს მიუნხენის "ბაიერნია"! "


მიუნხენის "ბაიერნის" თავჯდომარის კარლ-ჰაინც რუმენიგეს მოსაზრებით, მიუნხენის "ბაიერნი" ევროპის საუკეთესო გუნდია და ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე, სამეფო გუნდის დამარცხებაც ხელეწიფება. გერმანული გრანდი გააკეთებს ყველაფერს, რათა "რეალს" ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მე-3 ტიტულის მოგების შანსი ხელიდან გამოსტაცოს.

მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის გათამაშების 1/2 ფინალში, მადრიდის "რეალი" სწორედ მიუნხენის "ბაიერნს" დაუპირისპირდება.

წინ უდავოდ ფენომენალური შერკინება გველის.

წყვილს შორის გამარჯვებული მაისში, კიევში გაემგზავრება და ტურნირის ფინალში "ლივერპულსა" და "რომას" შორის მოგებულს დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში, თუკი ბუნდესლიგის ჩემპიონი მადრიდის "რეალს" სძლევს, წელს, იუპ ჰაინკესის გუნდს საერთო ჯამში 3 ტიტულის მოგება შეეძლება.

სამშაბათს, გერმანულმა გრანდმა "ლევერკუზენს" 6-2 ანგარიშით სძლია და გერმანიის საფეხბურთო თასის ფინალში გავიდა.

თავად კარლ-ჰაინც რუმენიგეს მოთამაშის ამპლუაში ორი ევროპის თასი აქვს მოგებული.

სამშაბათს, თავისი გუნდის გამორჩეული პერფორმანსის ხილვამ, რუმენიგეს ზინედინ ზიდანის გუნდის დამარცხების თავდაჯერებულობა და დიდი იმედი შთაუნერგა.

აი, რა განაცხადა კლუბის თავჯდომარემ:

"თქვენ ბრწყინვალე ფეხბურთი იხილეთ! ეს იყო ზუსტი დემონსტრირება იმისა, თუ რა შეუძლია მიუნხენის "ბაიერნს" "

"გუნდში დიდია რწმენა, მე კი მჯერა, რომ მიუნხენის "ბაიერნის" გულშემატკივრები უკვე სამოთხეში გრძნობენ თავს."

"მთელი ჩვენი ყურადღება ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალისკენაა მიმართული. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ."

"თუკი ვინმეს შეუძლია მადრიდის "რეალის" დამარცხება, ეს სწორედაც რომ მიუნხენის ბაიერნია!". - ციტირებს მიუნხენის "ბაიერნის" 62 წლის თავჯდომარის კარლ-ჰაინც რუმენიგეს სიტყვებს ESPORT.GE.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალის პირველი შეხვედრა 25 აპრილს, გერმანიაში გაიმართება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:








მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა