ყოვლად შეურაცხმყოფელი ტექსტი, რომელიც მოურინიომ კასილასის შესახებ ჟულიო სეზარს მისწერა

სიახლეები / ფეხბურთი / ესპანეთი / ბრაზილია 19-აპრ, 23:169 GioToServe 1798 0






ყოვლად შეურაცხმყოფელი ტექსტი, რომელიც მოურინიომ კასილასის შესახებ ჟულიო სეზარს მისწერა


38 წლის ჟულიო სეზარმა გამოამჟღავნა ის შეურაცხმყოფელი შეტყობინება, რომელიც ჟოზე მოურინიომ მას იკერ კასილასის შესახებ 2013 წელს გაუგზავნა.

ბრაზილიელმა გოლკიპერმა ფარდა ახადა პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ გაგზავნილ ტექსტს, რომელიც იკერ კასილასს შეეხებოდა. შეტყობინება საკმაოდ მძაფრი და ნეგატიური შინაარსის მატარებელი აღმოჩნდა.

2012-2013 წლების სეზონის მეორე ნახევარში, ჟოზე მოურინიომ იკერ კასილასი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდო. აღნიშნულმა გარემოებამ გოლკიპერსა და მთავარ მწვრთნელს შორის კონფლიქტი გამოიწვია და ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაძაბა, რასაც დიეგო ლოპესის მადრიდის "რეალის" საბაზისო მეკარედ არჩევა მოჰყვა.

მართალია, პორტუგალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობის ქვეშ, 2009-2010 წლების სეზონში "ინტერმა" 3 ტიტული მოიგო, მაგრამ ჟულიო სეზარმა, რომელიც იმ დროისთვის "ინტერის" ღირსებას იცავდა, მოურინიოს საშინელი მხარის დანახვა მაინც მოუწია.

ჟულიო სეზარის თქმით, მაშინ, როდესაც გოლკიპერი ჟოზეს დაქვემდებარების ქვეშ ასპარეზობდა,"განსაკუთრებული" მოურინიო მას გამუდმებით დასცინოდა.

სეზარის სიტყვებით, 5 წლის წინ, კონფედერაციის თასის ფინალის დასრულების შემდგომ, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა მას ყოვლად მიუღებელი და დაბალ თვითშეგნებაზე მიმანიშნებელი შეტყობინება გაუგზავნა, რომელიც კასილასისკენ იყო მიმართული.

მშობლიურ მიწაზე, ჟულიო სეზარმა, ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპისა და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ესპანეთის ეროვნული ნაკრები ფინალში 3-0 ანგარიშით დაამარცხა. "ქვინს პარკ რეინჯერსის" ყოფილი მეკარე ტურნირის საუკეთესო გოლკიპერად დასახელდა.

ფინალის დასრულების შემდგომ, სეზარმა კასილასს მაისური გაუცვალა და სწორედ იკერის მაისურით იზეიმა ტურნირზე გამარჯვება. როგორც ჩანს, ამ ფაქტმა მოურინიო უკიდურესად აღაშფოთა.

აი, რა განაცხადა ჟულიო სეზარმა:

"როდესაც გასახდელში დავბრუნდი, ტელეფონი ავიღე, რომელშიც მოურინიოსგან მოწერილი ტექსტი დამხვდა."

"მადრიდის "რეალში", მოურინიოს იკერ კასილასთან პრობლემები ჰქონდა, რის გამოც მან ასეთი რამ მომწერა: "შენ გიჟი ხარ, კასილასს უნდა ჩაეცვა შენი მაისური და არა შენ მისი! შენ ცალი ხელით უფრო მეტ სეივს გააკეთებ, ვიდრე კასილასი!" "

კასილასმა სეზარის ჟესტი დააფასა, თუმცა ბრაზილიელმა მეკარემ საჭიროდ მიიჩნია, რომ იკერს დალაპარაკებოდა და ემცნო, თუ რა აზრის იყო მოურინიო მის შესახებ.

"იკერი გასახდელში შემოვიდა და ჩემთან დალაპარაკება სურდა. მე მას ვუთხარი, რომ მოურინიოს უნდა გასაუბრებოდა. ვიცოდი, ეს რთული იქნებოდა, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს უნდა გაეკეთებინა."

"მივიჩნევ, რომ მოურინიოს არ უჭირს და მოსწონს კიდევაც თავისი გუნდის გამორჩეულ ვარსკვლავებთან პირისპირ საუბარი." - ციტირებს ESPORT.GE სეზარის სიტყვებს.

იმ ზაფხულს, მოურინიომ ესპანეთის დედაქალაქი დატოვა და "ჩელსის" შეუერთდა. რაც შეეხება კასილასს, იგი კიდევ 2 წლის განმავლობაში დარჩა "რეალში", სანამ "პორტოში" არ გადაბარგდა.

მცირე შანსია, რომ მოურინიოსა და კასილასის გზები კვლავ გადაიკვეთოს, რასაც 36 წლის ესპანელი გოლკიპერის გადმოსახედიდან თუ შევხედავთ, სრულიად ნათელი ხდება რატომაც!



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018