ზვიად სიჭინავამ კანდიდატურა წარადგინა

სიახლეები / ფეხბურთი / საქართველო 12-იან, 19:199 Sportnews 1240 0






საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ სამდივნოში დღეს 17:40 სთ-ზე ზვიად სიჭინავას წერილობითი მიმართვა შევიდა, 22 იანვარს დანიშნულ სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნებზე კანდიდატურის დაყენების შესახებ.

სფფ-ს წესდების შესაბამისად არჩევნებამდე 10 დღით ადრე, 12 იანვრის 18 საათზე იწურება კანდიდატურათა წარდგენის ვადა.

ამ დროისათვის ზვიად სიჭინავა სფფ-ს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. როგორც ცნობილია სიჭინავა ერთდროულად სფფ-ს 20 სუბიექტმა წარადგინა.

სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნები 22 იანვარს, სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"-ის საკონფერენციო დარბაზში 11 საათზე დაიწყება.



მოგეწონათ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს:









დაწერე კომენტარი

მსგავსი სიახლეები
კომენტარის დატოვება






რეკლამა

კონტაქტი

ელ-ფოსტა: admin@esport.ge

ნავიგაცია

სტატისტიკა

2010-2018